კარლეს პუიოლმა ისაუბრა ტრავმის გამო გამოტოვებულ პერიოდზე.
”ეს იყო 8 თვიანი წამება. არ იყო ცნობები ჩემი გამოჯანმრთელების შესახებ. ფეხში ძალა დავკარგე, ვერ ვთამაშობდი. რაღაც მომენტში ჩემს თავში კარიერის დასრულების ფიქრები ტრიალებდა” – პუიოლის სიტყვებს ”as” ციტირებს.
შეგახსნებეთ, რომ კარლეს პუიოლი თებერვლის შემდეგ ვერ ახერხებდა თამაშს. ივნისის დასაწყისში მან მარცხენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, რამაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო.

