ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელსაც აღმართული აქვს მსოფლიო თასი, მაზინიომ, განაცხადა, რომ იგი კმაყოფილია ტიაგო ალკანტარას კონტრაქტით, რომელიც მან კატალონიის “ბარსელონასთან” გააფრომა ზაფხულში. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “სპორტი”.
მაზინიოს თქმით, კატალონიური გრანდი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა მის შვილს: “მე მადლიერი ვარ ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბისა. ისინი ყოველთვის ძალიან ყურადღებიანნი იყვნენ ტიაგოს მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ იგი კიდევ დიდი ხნის მანძილზე დაიცავს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ღირსებას. მე ვურჩევ ჩემს შვილს, რომ გაერთოს ფეხბურთით და სუფთად იცხოვროს. ვფიქრობ, რომ კატალონიის “ბარსელონას” ჰყავს მსოფლიოში საუკეთესო ნახევარდაცვა, რაც ჩემს შვილს მისცემს სიამოვნების მიღების საშუალებას თითოეული თამაშისგან”. დაასრულა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონმა.

