ესპანეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის დასრულების შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა პრესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეგახსენებთ, რომ მეშვიდე ტურის ფარგლებში “ბარსელონა” გასვლით შეხვედრაში “სპორტინგს” დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა (0:1).
“ხიხონის “სპორტინგმა” არაჩვეულებრივი მატჩი ჩაატარა. ისინი ყველა შესაძლებლობის დროს შეტევაზე გადმოდიოდნენ. ამასთან, ჩემს ფეხბურთელებს არ ჰქონდათ თავისუფალი სივრცეები თავდასხმის წარმოებისთვის – მეტოქე მუდმივად კეტავდა თავისუფალ ზონებს.“
“ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშის მსვლელობას, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი გოლის გატანა შევძელით. “სპორტინგს” ფაქტიურად არ შეუქმნია სახიფათო მომენტი ჩვენს კართან.” – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.

