მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დელ ბოსკემ “ბარსას” 9 ფეხბურთელი გამოიძახა

დელ ბოსკემ “ბარსას” 9 ფეხბურთელი გამოიძახა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისათვის განაცხადი დაასახელა, რომელშიც კატალონიის “ბარსელონას” 9 ფეხბურთელი მოხვდა.

ესპანეთის ნაკრები შემდეგ კვირას ორ მატჩს გამართავს. ჯერ მსოფლიოს ჩემპიონები ჩეხეთს, ხოლო შემდეგ შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. როგორც უკვე გითხარით ნაკრებში გამოძახებულია “ბარსას” 9 ფეხბურთელი, რომელთა სიაც ასე გამოიყურება: ვალდესი, პუიოლი, პიკე, სერხიო, ჩავი, ცესკი, ტიაგო, პედრო, ვილია. სამწუხაროდ  განაცხადში ვერ მოხვდნენ ტრავმირებული ანდრეს ინიესტა და “ბარსა ბ-ს” ფეხბურთელი მარტინ მონტოია. მათგან განსხვავებით ნაკრების ღირსებას გამოჯანმრთელებული პიკე და კარლეს პუიოლი დაიცავენ.

ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში გამოძახებულია “ბარსა ბ-ს” 4 ფეხბურთელი: ბარტა, მონტოია, სერხი რობერტო, პლანასი.

რაც შეეხებათ ლიონელ მესის და ჩავიერ მაშერანოს ისინი არგენტინის ნაკრებში იხმეს, ხოლო შესაძლებელია, რომ ალექსის სანჩესმა ჩილეს ღირსება დაიცვას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში