workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორდი კრუიფი: კვლავ უმაღლეს დონეზე ვითამაშებთ

ჟორდი კრუიფი: კვლავ უმაღლეს დონეზე ვითამაშებთ

ჟორდი კრუიფი “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ:

შედეგით უბედნიერესი ვართ, რადგან 2-3 მატჩია, ისე არ გვითამაშია, როგორც გვინდოდა. დღეს ძლიერ მეტოქესთან გუნდი კარგად გამოიყურებოდა. 
როცა შენი კონკურენტი უფრო ადრე თამაშობს და იგებს, ეს შენზე ზეწოლას ახდენს, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ. მე-2 გოლი რომ გაგვეტანა, უფრო თავისუფლად ვითამაშებდით, მაგრამ ასე არ გამოვიდა და გაგვიჭირდა.
კარგია, რომ ტრავმირებულები დაგვიბრუნდნენ, რადგან ეს მეტ ალტერნატივასა და როტაციის საშუალებას იძლევა. 
ფრენკის მოედანზე 90 წუთის გატარება არ შეეძლო. პედრი გუნდს ბევრს მატებს. ისინი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეები არიან.
დღევანდელი შედეგით კონკურენტს მესიჯი გავუგზავნეთ, რომ კვლავ უმაღლეს დონეზე ვითამაშებთ. მომდევნო დღეებში 2 მატჩი გვაქვს, რომლებშიც ბევრი რამ გაირკვევა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 24 აპრ 2023, 15:35

    ციტატა: CHEPE
    გაღმა ბანაკში კატალონიის ატლეტიკოდ გვრაცხავენ😄😄😄 და იმას კიარ უყურებენ თვითონ როგორ იგებდნენ ჩემპიონატს ზუსტად 1:0 და 0:1 ებით კარგად გაიხსენონ რთული კალენდარში როგორ გაძვრა რეალი ამ 1:0 0:1 ებით და საერთოდ რომელ საუკუნეში ითამაშა რეალმა ბარსელონასნაირად ულამაზესი ფეხბურთი… კიბატონო დიდი ხანია არუნახავთ ასეთი რამ ბარსელონას შესრულებით მაგრამ რას იზამ როცა შეტევა სირებით სავსე გყავას მათ შორის ლევანდოვსკიც ძაან არეულია.. მერე ნახევარდაცვა ტრამვიანი და მძიმე ხაზით გვიწევდა თამაშები და ბოლოს დაცვა იმ დროს დაილეწნენ როცა ლიგაზე გვჭირდებოდა და ზოგადად უმეტესაც ძლივს იკვრებოდა დაცვა კიდე კაი კრისტენსემა გაამართლა თორე გარსიას ფონზე 9 გოლს კიარა 20 გავუშვებდით


    გაღმა ბანაკში ჯერ ბოლო ლიგა გაიხსენონ როგორ მოიგეს, ფინალში ლივერპულმა იხმარა, მაგრამ თამაშის ბოლოს ერთმა შემთხევითმა გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა. როცა ამაზე მადრიდისტებს მიუთითეს მათ დინჯად აგვიხსნეს რომ თურმე თამაში 90 წუთი გრძელდება და ის იმარჯვებს ვინც ბოლომდე იბრძვის. ხოდა გუშინდელ თამაშში რა შეიცვალა რეალის სტილისგან განსხვავებით, ეგება აგვიხსნან იმ გაღმელებმა.

  • Chico
    schedule 23 აპრ 2023, 22:51

    სამი ქულა ავიღეთ და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდით სანატრელ ტიტულს, და ეს არის უმთავრესი. მჯერა რომ ლა ლიგას მოვიგებთ და ამ გუნდის პროგრამა მაქსიმუმი ამ სეზონში შესრულებული იქნება.
    მაგრამ, მომავალი სეზონისათვის გუნდს ძალიან სერიოზული მომზადება სჭირდება. დიდად ტრანსფერების იმედი არა მაქვს. მესსი თუ მოვიდა და ჩვენი ბიჭების დარეგისტრირება მოხერხდა, ეს იქნება ძალიან კარგი და იმისიც მჯერა, რომ ამასაც მოახერხებენ.
    სერიოზული მუშაობა სჭირდებათ რეალიზაციაზე. გუნდს ამდენი რეალური შესაძლებლობა აქვს და ერთ გოლს იტანს, ეს უბრალოდ სირცხვილია და მის სისუსტეზე მიუთითებს.
    ასევე მუშაობაა საჭირო კარებში დარტყმაზე თუნდაც საჯარიმო მოედნიდან. ვერცერთი ვერ ახერხებს კარებში დარტყმას და ესეც სისუსტეზე მიუთითებს.
    სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს ფიზიკურ მომზადებას და უნდა გაუმჯობესდეს სამედიცინო შტაბი.
    მაქსიმალურად შესამცირებელია საჯარიმოში ჩაწოდებებზე თამაში. არ არის გუნდში მეორე იარუსზე კარგად მოქმედი ფეხბურთელი და სტანდართული სიტუაციები ძირითადად ფუჭდება.
    აუცილებლად საჭიროა, ეგრეთწოდებული საშინაო დავალებების დახვეწა. გუნდის თამაშში არ ჩანს სახლში მომზადებული კომბინაციები არსებობა.
    და ასე შემდეგ – და ასე შემდეგ….. მაგრამ მე თუ ეს მესმის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩავის ათი ათასჯერ უკეთესად ესმის ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ მომავალი წლისთვის ეს საკითხები აქტიურად დამუშავდება. ეხლა ლა ლიგის და ევრო ტურნირების მწვრთნელობის გამოცდილებაც ცოტათი დაუგროვდა და დარწმუნებული ვარ თავის თავზეც მუშაობს.
    რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, იმედია ხელმძღვანელობაც ანალიზს გაუკეთებს ყველაფერს და იმისთანა უზრო მოქმედებებს არ მოიმოქმედებს, რაც აქამდე ხდებოდა. ტრანსფერებს უფრო გააზრებულად მოეკიდება და ფინანსების განიავების პრაქტიკას არ გაარძელებს.
    ვიღაცა ალბათ მეტყვის, რას ვასწავლი იმ ხალხს რა უნდა გაკეთდეს…. კი ბატონო, დავეთანხმები, მაგრამ არ ვასწავლი…შეცდომები ძალიან ბევრი და ძალიან სერიოზული იყო დაშვებული. მე ჩემს აზრს გამოვთქვამ, რაშიც პრობლემებს ვხედავ და არა მგონია ძალიან ვცდებოდე.
    ეხლა კი ისღა დაგვრჩენია, რომ ჩემპიონობას დაველოდოთ და ამდენი წლების დამწუხრების შემდეგ, ერთი კარგად გავიხაროთ…..

  • CHEPE
    schedule 23 აპრ 2023, 21:40

    გაღმა ბანაკში კატალონიის ატლეტიკოდ გვრაცხავენ😄😄😄 და იმას კიარ უყურებენ თვითონ როგორ იგებდნენ ჩემპიონატს ზუსტად 1:0 და 0:1 ებით კარგად გაიხსენონ რთული კალენდარში როგორ გაძვრა რეალი ამ 1:0 0:1 ებით და საერთოდ რომელ საუკუნეში ითამაშა რეალმა ბარსელონასნაირად ულამაზესი ფეხბურთი… კიბატონო დიდი ხანია არუნახავთ ასეთი რამ ბარსელონას შესრულებით მაგრამ რას იზამ როცა შეტევა სირებით სავსე გყავას მათ შორის ლევანდოვსკიც ძაან არეულია.. მერე ნახევარდაცვა ტრამვიანი და მძიმე ხაზით გვიწევდა თამაშები და ბოლოს დაცვა იმ დროს დაილეწნენ როცა ლიგაზე გვჭირდებოდა და ზოგადად უმეტესაც ძლივს იკვრებოდა დაცვა კიდე კაი კრისტენსემა გაამართლა თორე გარსიას ფონზე 9 გოლს კიარა 20 გავუშვებდით