workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის კომენტარი ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ

ჩავის კომენტარი ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა “ატლეტიკოს” დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

ჩვენ დიდებული გუნდი დავამარცხეთ. “ატლეტიკო” ძალიან კარგ ფორმაშია და დღევანდელი მოგება მნიშვნელოვანი იყო. კრიტიკას ყოველთვის ვიღებთ და დღესაც ასე იქნება, რაც ნორმალურია – ჩვენ “‘ბარსელონა” ვართ. მაგრამ მე ბედნიერი და კმაყოფილი ვარ.
ფრენკი თავს კომფორტულად გრძნობდა. პედრი ჩვენს თამაშს რადიკალურად ცვლის. ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან.
ლევანდოვსკი სეზონის გარკვეულ მონაკვეთში ძალიან წარმატებული იყო, ახლა კი ასე არაა, მაგრამ ის გოლების გატანას დაიწყებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რობერტი ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.
ფერანის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ის მხრებს არასდროს უშვებს. მას ბევრი აკრიტიკებდა, დღეს კი ყველას პასუხი გასცა. 
რაფინიასა და ფერანის მონდომებაში ეჭვი არ მეპარება.
ტერ შტეგენი მსოფლიოს სამ საუკეთესო მეკარეს შორისაა, ჩვენი თამაშისთვის კი ის საუკეთესო ვარიანტია. მან ბევრ თამაშში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ჩვენ კომფორტულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ საქმე დასრულებული არაა. 
სხვა მოთამაშეების მიმართ უპატივცემულობას არ ვიჩენ, მაგრამ აშკარაა, რომ დე იონგი და პედრი უმნიშვნელოვანესები არიან. როდესაც ისინი ბურთს იღებენ, უფრო მშვიდად ვარ.
1-0 მოგება აჩვენებს, რომ უფრო დიდი სხვაობით მოგება გვიჭირს. დღეს ვაჩვენეთ, რომ მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. არ მაინტერესებს, თუ ვინმე “1-0-ის ლიგაზე” ისაუბრებს.
30 მატჩში 9 გოლის გაშვება ნორმალურია. გუნდის მუშაობით ძალიან ბედნიერი ვარ.
თუ სიმეონე ლა ლიგის მოგებას უკვე გვილოცავს, მის სიტყვებს ვაფასებთ. მაგრამ ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიგია, წინ ბევრი თამაშია. ლა ლიგა უფრო მეტად უნდა დავიმსახუროთ.
მომდევნო სეზონზე არ ვფიქრობ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ლა ლიგის მოგებაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 24 აპრ 2023, 16:06

    ციტატა: lesane C
    მგონი ამ ზაფხულსაც შეგვრჩება ტორესი


    იმედია არ გამართლდება შენი შიშები.

  • lesane C
    schedule 24 აპრ 2023, 00:22

    მგონი ამ ზაფხულსაც შეგვრჩება ტორესი

  • Rick Sanchez
    schedule 23 აპრ 2023, 23:01

    ციტატა: rivaldo80
    მაესტრო კარგი ხარ ეგრე გააგრძელე👌🏼


    მოიცა რა ეგრე გააგრძელოს ნერვოზი გვჭირს ხალხს.

  • rivaldo80
    schedule 23 აპრ 2023, 22:34

    მაესტრო კარგი ხარ ეგრე გააგრძელე👌🏼

  • CuleTillIDie
    schedule 23 აპრ 2023, 20:51

    სხვა ვინმეზე რესურსები არ გვყოფნის და მარკუს ტურამი მოიყვანეთ უფასოდ, ვეღარ გაძლებს უკვე ლევანდოვსკი მთლიან სეზონს. ვაფშე მაგის ძმაც ძაან მაგარი იქნებოდა მაგრამ ნამეტანს მოითხოვენ მაგაში

  • C.PC5
    schedule 23 აპრ 2023, 20:48

    ჩავიჯან კიდე ბევრი გაქვს სასწავლი, მაგალითად ის რო ავტორიტეტმა არ უნდა მოგატყუოს და როცა საჭიროა კიდეც გააფრთხილო ფეხბურთელი ან კიდევაც დასაჯო და აჩვენო რო მარტო არაა გუნდში, ვინც არუნდა იყოს. დარჩენილ მატჩებში კიდე მეტი "სითავხედე" გმართებს, მეტი ექსპერიმენტი უფრო დახვეწს გუნდს ვიდრე სულ ერთი შემადგენლობით თამაში და 1-0-ების გაწურვა, პრაგმატიზმი ახლა მოიტანს შედეგს მარა მომავალში უფრო დიდ მატჩებში ის ერთი ცვლილება დაგჭირდება რომელიც პირველად სადმე სხვაგან უნდა გაგეკეთებინა, დაგემახსოვრებინა და მერე გამოიყენებდი. დანარჩენს დრო გვიჩვენებს კიდე და ეს სეზონიც მთლად ყველაფრის შესაფასებლად არ გამოდგება, კარგია რომ დიდ ტიტულს ამდენი ხნის მერე გვიბრუნებ.

  • Tamo
    schedule 23 აპრ 2023, 20:41

    ვაი არ ვიცი რითი ხარ ბედნიერი მე ოფიციალური ნერვოზი დამემართა ამ 1-0ების ხელში.აწი გაანძრიე ერთი ადგილი და ყველა რო გეყოლება მშვიდად გვაყურებინე როგორ იგებთ ლალიგას.და ამ კარასკო შმარასკოებს შეეშვი კიდე,ბრმა კაცო…