23 აპრილს “ბარსელონასა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის გასამართ მატჩში “კამპ ნოუზე” სპეციალური მოზაიკა იქნება წარმოდგენილი.
მატჩი სან ჟორდის დღესასწაულს ემთხვევა, რის გამოც “ბარსა” Òmnium Cultural-ისა და კატალონიის სპორტის ფედერაციის კავშირის (UFEC) კამპანიას შეუერთდა, რომელიც სპორტში კატალონიური ენის პოპულარიზაციას ეწევა.
“სან ჟორდის დღესასწაულზე სპორტში კატალონიურ ენას პოპულარიზაციას კვლავ გავუწევთ. კატალონიის მიმართ “ბარსას” დამოკიდებულება გვიბიძგებს, რომ კატალონიური კულტურის ყველაზე მნიშვნელოვან ორგანიზაციასთან ვითანამშრომლოთ”, – განაცხადა ჟოან ლაპორტამ.

მატჩი სან ჟორდის დღესასწაულს ემთხვევა, რის გამოც "ბარსა" Òmnium Cultural-ისა და კატალონიის სპორტის ფედერაციის კავშირის (UFEC) კამპანიას შეუერთდა
ეს დღესასწაული ალბას ეძღვნება?