workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა იაპონიაში ამხანაგურ თამაშს გამართავს

ბარსელონა იაპონიაში ამხანაგურ თამაშს გამართავს

“ბარსელონა” ევროტურნირებიდან ნაადრევად გამოვარდნით მიღებული ფინანსური ზარალის შემსუბუქებას ამხანაგური მატჩებით აპირებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი სეზონის დასრულების შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას იაპონიაში გამართავს. “ბარსამ” შეხვედრის ორგანიზებისთვის დახმარება ანდრეს ინიესტას, სთხოვა რომელიც იაპონურ “ვისელ კობეში” ასპარეზობს. მეტოქე და ქალაქი, სადაც მატჩი გაიმართება, ჯერ გარკვეული არაა, თუმცა თამაში აუცილებლად შედგება, ჩავის გუნდი ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია.

ეს იაპონიაში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მე-11 ვიზიტი იქნება. “ბარსას” პირველმა გუნდმა ამომავალი მზის ქვეყანაში პირველად 1990 წელს ითამაშა.

MD-ს ცნობით, “ბარსელონა” კიდევ ერთი ამხანაგური მატჩის გამართვაზე ფიქრობს, რომელიც შესაძლოა კოპა დელ რეის ფინალს (7 მაისი) დაემთხვეს, როდესაც ლა ლიგაში თამაშები არ იქნება – “ბარსა” 2 მაისიდან 14 მაისამდე ისვენებს და შესაძლოა სწორედ ეს პერიოდი გამოიყენოს, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • Rick Sanchez
    schedule 21 აპრ 2023, 16:41

    ამხანაგურების ხარჯზე, რომ უნდათ ფულის შოვნა😃😃

  • Don_Andresito
    schedule 20 აპრ 2023, 18:14

    ციტატა: nika 54
    ბაიერნი დაპატიჟონ, სანამ აზრზე არ არიან რა უყო სიტიმ და ეგება ჩვენც წავიგდოთ, თუ არა და მაინც მიჩვეული ვართ მაგათთან წაგებას და არ დაიქცევა ქვეყანა. ისე რა მაგის პასუხია და აქ ხშირად იწერებოდა უპამეკანო დაგვხატავდაო და ეს ესეთი ხუმრობა იყო რამე? სიტი მაგას უნდა უმადლოდეს ბაიერნის ასე ხმარებას, თითქოს სიტის ეხმარებოდა სახლშიც და სტუმრადაც.


    ეგრეც არაა რახან 2 თამაში ჩააგდო იმათ დავცინოთ ვისაც ეგ ბარსაში უნდოდა. ვან დეიკიც უხმარიათ რამოსიც პუიოლიც და დაჟე ნესტა მალდინიც. პსჟ სთან 2 ტოპ თამაში ქონდა, ეხლა 2 ჩააგდო. ეგრე დე ლიხტი აიაქსიდან ყველას გვინდოდა მარა იუვეში ტიპი 0 იყო, მერე ისევ მოიხოდა. ჰოლანდი და სიტი რო აგკენწლიან ეგ არაა ჩამოსაწერი მიზეზი. ახალგაზრდაა და კიდე მოიხოდება ეგ

  • nika 54
    schedule 20 აპრ 2023, 16:04

    ბაიერნი დაპატიჟონ, სანამ აზრზე არ არიან რა უყო სიტიმ და ეგება ჩვენც წავიგდოთ, თუ არა და მაინც მიჩვეული ვართ მაგათთან წაგებას და არ დაიქცევა ქვეყანა. ისე რა მაგის პასუხია და აქ ხშირად იწერებოდა უპამეკანო დაგვხატავდაო და ეს ესეთი ხუმრობა იყო რამე? სიტი მაგას უნდა უმადლოდეს ბაიერნის ასე ხმარებას, თითქოს სიტის ეხმარებოდა სახლშიც და სტუმრადაც.

  • C.PC5
    schedule 20 აპრ 2023, 11:18

    მშვენიერია, ისე თუ რომელიმე დიდ გუნდს დაითანხმებენ ერთ ამხანაგურზე, ჩამოიყვანონ და გამართონ ნოუკამპზე მატჩი სანამ ფუნქციონირებს გამოიყენონ უმჯობესია