მიმდინარე სეზონში ტრავმებმა “ბარსელონას” დიდი დარტყმა მიაყენა – ამის გამო გუნდი ევროტურნირებიდან გავარდა და კოპა დელ რეისაც დაემშვიდობა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 2023 წელს პედრიმ, დემბელე და ლევანდოვსკიმ ერთად მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარეს – “ბეტისის” (სუპერთასზე), “რეალ მადრიდისა” (ასევე სუპერთასზე) და “რეალ სოსიედადის” (კოპა დელ რეიზე) წინააღმდეგ.
“ბარსამ” ზემოხსენებული შეხვედრები მოიგო, ლევანდოვსკიმ სუპერთასზე გამართულ ორივე მატჩში გაიტანა, პედრიმ ფინალში შეაგდო, დემბელემ კი “სოსიედადის” კარი აიღო.
ზემოაღნიშნული ტრიო ლა ლიგაში უკვე 13 მატჩია, არ გამოჩენილა. “ბარსელონამ” ამ დროში 34/39 ქულა კი აიღო, მაგრამ 8 შეხვედრა მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით მოიგო.

ექიმები მაგრები გვყავს, მთავარია ალონსო არ იმტვრევა😕
ეს ის შტაბია ხო, ლაპორტამ თუ ჩავიმ მოსვლისთანავე რო "გადაახალისეს"
ესენი რო გვყოლოდა სულ სხვაგვარად იქნებოდა ყველაფერი რეალთან კოპა დელ რეიზე და შეიძლება მანჩესტერთანაც ევროპა ლიგაზე. თავიდან 2-3 კვირა გაუცდებათო და რეალობაში უკვე თითქმის ორი თვე გავიდა, დე იონგის ტრავმაც გაიწელა. მაგრად მუშაობს სამედიცინო შტაბი მოკლედ 😃