ფრანსიშკუ ტრინკაუს ყოფილი მწვრთნელი, ჟოზე კარვალიუ პორტუგალიელის “ბარსელონურ” პერიოდს იხსენებს:
როცა ტრინკაუ “ბარსაში” ირიცხებოდა, გუნდი ბურთის ფლობაზე არ თამაშობდა, რაც ფრანსიშკუსთვის კარგი არ იყო, რადგან მას პატარა სივრცეებში ბურთით მოქმედება უყვარს.
ახლა ჩავი სწორედ ამ სტილით თამაშობს, მაგრამ კლუბს ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდებოდა და ტრინკაუ გაუშვა. “ბარსამ”, შესაძლოა, მისი გასხვისება ინანოს, რაც ფრანსიშკუსთვის კარგი ნიშანი იქნება.
ტრინკაუს ბავშვობაში ვწვრთნიდი და ნამდვილად არ მეგონა, თუ “ბარსელონას” დონეს მიაღწევდა. “ბრაგადან” პირდაპირ “ბარსაში” გადასვლა დიდი ნახტომია – შოკირებული ვიყავი.
ფრანსიშკუმ გადაწყვიტა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის დრო იყო. “ბრაგამ” დიდი თანხა მიიღო. ვფიქრობ, ის საუკეთესო კლუბში ყველაზე ცუდ დროს გადავიდა. გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის იდეალური მდგომარეობა ნამდვილად არ იყო.
ნეგატიურმა გარემომ პორტუგალიელს ყველაფერი გაურთულა. მან მოთმინება ვერ გამოიჩინა… შესაძლოა, ტრინკაუს “ბარსელონაში” გადასვლა არ უნდა ეჩქარა, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ ჩნდება.
“ბარსელონამ” ტრინკაუ 2020 წელს “ბრაგადან” €31 მილიონად შეიძინა. მომდევნო წელს ის ჯერ “ვულვერჰემპტონში”, შემდეგ კი “სპორტინგში” გაანათხოვრეს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ფრანსიშკუ უკვე ლისაბონური კლუბის სრულფასოვანი წევრია. “ბარსას” იჯარის საფასური (€3 მილიონი) წინა წელს გადაუხადეს, ზაფხულში კი კიდევ €7 მილიონს მიიღებს. “სპორტინგს” ფეხბურთელის უფლებების 50% ექნება.

ბრაგადან ჯერ ცოტა ძლიერ გუნდში უნდა გადასულიყო, ამ ასაკში პირდაპირ ბარსაში გადმოსვლა ნამდვილად არასწორი გადაწყვეტილება იყო
"სპორტინგს" ფეხბურთელის უფლებების 50% ექნება.
და ეს რას ნიშნავს ის დარჩენილი 50% ჩვენია? თუ კიდევ ვიღაცა ყავთ საქმეში.
ჩავი უკეთ გამოიყენებდა, ისეთი ტიპია 1-1ზე კაცს რო ადვილად ატყუებს უბრალოდ სათამშო დრო და ფორმაში შესვლა უნდოდა, მარა ვინ აცადა? ჯერ არ ათამაშებდნენ, მერე ლეოს პასი დაუგვიანა და ლეომაც აითვალწუნა, ცალკე რახან ჰოლანდიელი არ იყო კუმანმაც არ გაახარა, ბეტისთან კი თხარა კაი გოლი მარა იმის მერე აღარ ათამაშებდნენ, რამდენჯერმე მარცხნივ დააყენეს და სულ ჩაიკარგა. როგორც მალკომს დავაკარგინეთ 1 წელი ისე მაგას. რო წავიდა ვეღარ ითამაშა ვაფშე თორე ბრაგადან ბენფიკაში ან პორტოში რო წასულიყო 1-2 წელი მაგრად მოიხოდებოდა, იჩქარა მართლა, ბრაგადან ეგრევე ბარსაში გადმოსვლა არ იყო ჭკვიანური
ესეც რა იმედებით მოვიყვანეთ და ესეც ჯაი რაფინია გამოდგა
შეილება არ ფრინავდა და ხშირად დედისტრაკიც დამიხურებია. მაგრამ ფაქტია ეხლანდელ შლანგებს აჯობებდა მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში სხვისი არ ვიცი