workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ანსუ ფატიზე, ფერან ტორესსა და რაფინიაზე შემოთავაზებებს განიხილავს

ბარსელონა ანსუ ფატიზე, ფერან ტორესსა და რაფინიაზე შემოთავაზებებს განიხილავს

“ბარსელონა” მომდევნო სეზონისთვის გეგმებს უკვე ადგენს. კლუბს ტრანსფერების განსახორციელებლად რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.

Sport-ის ინფორმაციით, კატალონიური გრანდი მზადაა, ანსუ ფატის, რაფინიასა და ფერან ტორესზე შემოთავაზებები განიხილოს.

ჟოან ლაპორტამ რამდენიმე კვირის წინ უკვე განაცხადა, რომ გუნდი ისეთ მოთამაშეებს გაუშვებს, რომლებიც ჩავისთვის არცისე მნიშვნელოვანნი არიან. 

ანსუთი რამდენიმე კლუბი ინტერესდება, განსაკუთრებით, “მანჩესტერ იუნაიტედი”. 20 წლის შემტევი სასტარტო შემადგენლობაში თითქმის ვერასდროს ხვდება, რასაც მამამისის განცხადებები დაემატა. ფატის დარჩენა სურს, მაგრამ თუ “ბარსა” მიმზიდველ წინადადებას მიიღებს, კლუბი მას განიხილავს – გამორიცხული არაფერია. 

ფერანი დარწმუნებულია, რომ კატალონიაში წარმატებებს მიაღწევს და წასვლა არ სურს. კლუბში აღიარებენ, რომ ესპანელის გაყიდვა რთული იქნება, რადგან ის €55 მილიონადაა ნაყიდი და ნაკლებად სავარაუდოა, ჟოან ლაპორტას გუნდმა ამ თანხის დაბრუნება შეძლოს. ტორესს რამდენიმე მსურველი ჰყავს, მაგალითად, “ინტერი” და “ატლეტიკო”.

რაფინიას შემთხვევა განსხვავებულია. მან უსმან დემბელეს ტრავმით ისარგებლა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა, მაგრამ ბრწყინვალე სეზონს ნამდვილად ვერ ატარებს. პრემიერლიგური კლუბები ჯერ კიდევ მზად არიან, ბრაზილიელის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადონ. ინგლისში რაფინიას ძალიან აფასებენ, და “ბარსამ” იცის, რომ მასში გადახდილი თანხის დაბრუნება შეუძლია. 

ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებებს ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ერთად მიიღებენ. ამჟამად ყველაფერი ჩუმად მიმდინარეობს, რადგან გუნდს ჯერ ჩემპიონობის განაღდება სურს, შემდეგ კი “ბარსელონას” დატვირთული ზაფხული ელის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • Fc Barca Batumi
    schedule 09 აპრ 2023, 01:17

    გაუშვიიიით რაფინიააააა!
    გაუშვიიიით ფერანიიიიიი!
    გაუშვიიიით ფატიიი!
    გაუშვიიიით, გარსია!
    გაუშვიიიით რობერტოოოო!
    ———————————
    დაიმატეეეთ ობამა!
    დაიმატეთ როკეეე!
    და რა თქმა უნდა მესიიი!
    მესი+ლევანა=გოლებისა და მესის მხრიდან უამრავ საუკეთესო ასისტების ხილვას!

  • akaki
    schedule 08 აპრ 2023, 23:21

    სამივეს ახვრვინონ ბარსადან.ბოლობოლო სამივეში 100 ს აღარ გადაიხდიან?

  • marco reus 11
    schedule 08 აპრ 2023, 23:11

    ამ სამში ისევ უნიჭო რაფინია ყველას ჯობია სკამისთვის . თავის სტატისტიკას მაინც დადებს და ცოტა სარგებელს მოიტანს . ფატისგან მე აღარაფერს ველი , ტორესი კიდე იმედია დაშორდება ენრიკეს გოგოს რო აქედანაც გააგდონ

  • Rick Sanchez
    schedule 08 აპრ 2023, 21:16

    რაფინიასგან მეტს რას ელოდნენ? სტატისტიკა წელს იმაზე კარგი აქვს ვიდრე ლიდსში ჰქონდა წინა წელს. მართლა ეგონათ რომ ამისგან ახალი გარინჩა გამოვიდოდა?

  • Maestro 6
    schedule 08 აპრ 2023, 19:18

    ამ სამიდან ანსუს დავტოვებდი და მხოლოდ იმიტომ რომ 20 წლისაა და დრო აქვს წინ, რაშფორდი ახლა ათამაშდა და იქამდე მაგასაც ათასში ერთი გამონათრბა ჰქონდა, მე მჯერა რომ სადეაც ათამაშდება და არ უნდა გავუშვათ

  • KING_BARCA
    schedule 08 აპრ 2023, 18:07

    ჩემი აზრით კარგად უნდა განიხილონ და გაუშვან სამივე 🙂 არცერთი არაა სტაბილურად წესიერი და კარგი მოთამაშე, რაფინია ბოლო კლასიკოს მერე სულ შემძულდა, ესეთი უქნარა და უსუსური გაკოჩნდა, რაც სინამდვილეშია… 10 დან ორ თამაშში რაღაცის კარგად გაკეთება არაფერს ნიშნავს…

  • M10 S9 D11
    schedule 08 აპრ 2023, 17:45

    წესიერი შემოთავაზება როგორც კი მოვა ამ სამზე ეგრევე უნდა გაყიდონ

  • Aroni
    schedule 08 აპრ 2023, 16:17

    იმედია ეს დიპლომატიურად და მარკეტინგულად წერია ესე და სინამდვილეში ,,ოღონდ ვინემს შევტენოთ" განწყობით არიან

  • nika 54
    schedule 08 აპრ 2023, 15:56

    ჩვენი ბედი ხო ვიცით, ვყიდულობთ 150-ად ვყიდით 20-25-ათ და ასე შემდეგ, ამიტომაც აღარ მიკვირს რო ამათში სამივეში ერთად 50-60 მილიონზე მეტს არ მოგვცემენ.

  • Pirat❤️💙
    schedule 08 აპრ 2023, 15:54

    რაფინია გაუშვან ყველა პონტში სანამ ფულს იხდიან

  • Frenkie de Jong_
    schedule 08 აპრ 2023, 14:34

    მესი თუ დაბრუნდა 3 ივე სიმაღლის მიხედვით გაუშვან, თუ მესი არ დაბრუნდა მაშინ რაფინია ეგდოს მაინც სკამზე, და ხრუსტალას დალეწვებზე თავს მაინც გვაგინებინებს.

    წელს ვინმე თუ გაიბრწყინებს თორე ესენი სერიოზული ტრანსფერის დამდებები არც არიან.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 08 აპრ 2023, 14:32

    Raphinia skamidan idealuria,dembele da es ori gayidon da messi/marcxena winger done/da roque moiyvanon…plus abde datovon