Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, შესაძლოა “ბარსელონამ” შეტევის გაძლიერება ყოფილი “ლა მასიელით”, ჩავი სიმონსით ცადოს, რომელიც ამჟამად “პსვ ეინდჰოვენში” თამაშობს.
წყაროს ცნობით, ჟოან ლაპორტას მრჩეველმა, ჟორდი კრუიფმა, შესაძლოა, თანამემამულის ტრანსფერზე მუშაობა პირადად დაიწყოს.
“ბარსასთვის” პრობლემას სიმონსის სატრანსფერო ფასი და მაღალი ხელფასი წარმოადგენს. ის უკვე დაახლოებით €30 მილიონადაა შეფასებული, თუმცა მოსალოდნელია, რომ კარგი თამაშის გათვალისწინებით მისი ღირებულება გაიზრდება.
ჩავი სიმონსი “ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდებში 2010-19 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც “პარი სენ-ჟერმენში” გადაბარგდა, თუმცა იმედების გამართლება პსვ-ში დაიწყო, რომელსაც 2022 წელს შეუერთდა. სიმონსის ანგარიშზე ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში 13 გოლი და 6 ასისტია.
MD-ს ცნობით, ნიდერლანდელი ნახევარმცველის დაბრუნებაზე პსჟ-ც ფიქრობს.



ერთხელ გაყიდა სული და ამას როგორ დავიბრუნებ.
არადა კარგად ათამაშდა პსვ-ში
ააცმევინეთ ამას აქედან დააბრუნონ არა ის კედე
წააგავს ფეხბურთელს სწორედ იმიტომ რო ბარსას აღზრდილია.
არაა ღირსი, თუმცა მთელ ნიდერლანდების სანეხვეთ ნაკრებში, დეიონგის გარდა, მხოლოდ ეს წააგავს ფეხბურთელს თამაშით..