Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” გეგმავს, მომავალ ზაფხულში გაყიდვებით €120 მილიონი გამოუმუშაოს.
კატალონიური კლუბი შემოთავაზებებს ფეხბურთელების უმრავლესობაზე განიხილავს. გუნდში ხელშეუხებელი მხოლოდ რამდენიმეა – პედრი, გავი, არაუხო და ფრენკი დე იონგი არანაირ ვითარებაში გაიყიდებიან. იჯარით გაშვებულებიდან კი მხოლოდ ეზ აბდე დაბრუნდება.
წყაროს ცნობით, “ბარსამ” იცის, რომ ანდრეას კრისტენსენით პრემიერლიგური კლუბები ინტერესდებიან და თუ საჭირო გახდება, კატალონიელები რაფინიაში გადახდილ თანხასაც დაიბრუნებენ.
მოსალოდნელია, რომ “ბარსელონას” დატვირთული სატრანსფერო ფანჯარა ელოდება, მაგრამ კლუბს სჯერა, რომ მომავალ სეზონში ბევრად ძლიერი იქნება.




რაფინია-ტორესში რა ფული მიაფშვნიტეს, რომელიც ჯერ გადახდილიც არ გვაქვს და ეს ჩავის სინდისზეა.
კრისტენსენი ვინ ჩასვა გასაყიდთა სიაში, გარსიაში ხო არ შეეშალათ.
რაფინიამ ფერან ტორესმა არ გაამართლეს თან საშინლად არ გაამართლეს სუსტ გუნდებთანაც უჭირთ, ფლანგები არის 0, იმედია ხავის თავის დაშვებული შეცდომის აღიარება არ გაუჭირდება 110 მილიონი გადაყარეს მაგ 2 ფეხბურთელში, ორივე გასაშვებია. ამ ზაფხულსვე. არადა უფასოდ დი მარია და ობამა ყავდათ. მიაყოლონ გარსიაც ზედ. გარსიას ყოლას ბ დან რიადი დააწინაურონ დროა პირვ გუნდში გადაიყვანონ.
და კრისტენსენი რატომ უნდა გაყიდო, თუ ნორმალური ხარ?!

შტეგენი არაუხო კუნდე კრისტენსენი ბალდე პედრი ფრენკი გავი ამათ თავი დაანებობ დალშე გინდა გაუყიდიათ გინდა გაუჩუქებიათ და გინდა საკალბასეში ჩაუბარებიათ
დაუშვათ რომ ყველას გაყიდიან, მაგრამ ძალიან კარგად იციან, სახელფასო ფონდი რომც შეამცირონ 199 999 999 ევროთი, ის ერთი ევროც კი მისცემს ტებასს სრულ საშუალებას არ დაუშვას ახალი ტრანსფერები და ის ამ შესაძლებლობას გამოიყენებს, იმიტომ რომ ასეთი დავალება აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოისვრიან თავისი სავარძლიდან სულ მალე. ხოდა მერე ჩაიცვან ფორმა ლაპორტამ და მისმა გუნდმა, კაპიტნად დააყენონ ჩავი და თვითონ ითამაშონ. ტერ სტეგენსაც კი არ ასხელებენ ხელშეუხებელთა სიაში, რომლითაც უდგათ სული, ხოდა დააყენონ კარებში პენია ( საერთოდ ვერ გავიგე მისი მეკარეობის აზრი) და ხვეტონ ცოცხით გოლები საკუთარი ბადიდან. ეს არის ლაპორტას ცნობილი ხრიკი, ღიმილით სახეზე დაარწმუნოს ყველა, რომ კი კაცო, როგორ არა, ყველაფერი კონტროლზეა და ბოლოს გამოვა ისევე გველური ღიმილით და იტყვის, რომ ბევრი ეცადა და არ გამოვიდა, იმიტომ რომ ეს თუ ის, ასე თუ ისე ყიფილაო, ვითომ თავიდან არ იცოდა როგორ იყო. ან მაგისი სირმანჯო იურისტები დააგვანებენ 18 წამს, ერთი დღეც შეუძლიათ, დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის მოედანზე გაყვანაც შეუძლათ, და შედეგი ისევ იქნება ნოლი…. ამისთანა ქიქებს ხედავს ამხელა ძლიერი პერესი და გადაყლაპავს აბა რა იქნება….. ყველას გაყიდის ვინც იჯარაშია, ტყუის გეფიცებით, ვის რათ უნდა ეს ბალასტი… აგერ ნახავთ რამდენი სახედარი დაბრუნდება ზაფხულში ბარსაში…. და რომც გაყიდოს ყველა და 50 მლნ მიიღოს, იქნება სასწაული… როგორ არ მინდა ბარსას სიკეთე, ამდენი წელია ნერვებს ვიწყვეტ, არ ვარ პასიმისტი, ვარ ძალიან გაბრაზებული და გულგატეხილი… არ მჯერა ამ აფერისტების…. ვინმე შემეკამათება, ამას და იმას აკეთებს და რას ვერჩი ლაპორტას…. იმას ვერჩი, რომ 100 ნათქვამიდან 95 ტყუილი გამოდის… ამხელა საქმის გამკეთებელ თუ ხარ, ჩაიგდე ენა და აკეთე საქმე…. ან ისწავლე პერესისაგან…. მიეტმასნა ცხვარი მგელს და ასე ეგონა ეშველა…. ეგე თუ ეშველა…. პერესს არ უნდა, ტებასს არ უნდა, ფედერაციას ნეიტრალური უჭირავს, უეფას ერთი სულ აქვს ცხვირში ამოადინოს სუპერ ლიგა, ფიფა არ ერევა უეფას საქმეში…. რაღა დარჩა? დარჩა საქართველოს ჩემპიონატი…. ლა ლიგის მოგების შანსი გვაქვს, და ეს იმიტომ რომ ჩავიმ დააყენა გუნდი და გამოდის რაღაცა, აქვე სიმართლე ვთქვათ, რომ რეალი წელს ლა ლიგაში ვერ იყო დონეზე, ბევრი ქულა დაკარგა… გუნდს არაფერი ბრალი არ მიუძღვის ხელმძღვანელების საქმიანობაში. ლაპორტას გაკეთებულ საქმე ჯერ არ მინახავს, გარდა კლუბის ქონების გაყიდვსა, რაშიც არ ვამტყუნებ, არ იყო სხვა შანსი… შარშან შეგვჭამდნენ… ეს ჩემი სუბიექტური აზრია მეგობრებო და არავის თავზე არ ვახვევ…. ხმამაღლა ვაცხადებ – ღმერთმა ჰქნას, რომ ვცდებოდე…….