გუშინ “ბარსელონამ” “ელჩე” 4-0 დაამარცხა და გოლი კიდევ ერთ შეხვედრაში არ გაუშვა.
აღსანიშნავია, რომ ეს მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის “ბარსელონაში” 150-ე მშრალი მატჩი იყო.
2014-2016 წლებში გერმანელი სათამაშო დროს გამოცდილ კლაუდიო ბრავოსთან იზიარებდა, შემდეგ კი პირველი მეკარე გახდა. 2015/16 წლების სეზონში მან კარი მშრალად 17-ჯერ შეინახა, 2017/18 წლებში 24-ჯერ, 2018/19 წლების სეზონში კი 23-ჯერ.
2019/20 წლების სეზონში ტერ შტეგენის ანგარიშზე კვლავ 17 მშრალი მატჩი იყო, 2021/22 წლების სეზონში კი გოლი 15 შეხვედრაში არ გაუშვა. მიმდინარე სეზონში გერმანელმა ყველა ტურნირის ეგიდით გამართულ 38 მატჩში კარი მშრალად 22-ჯერ შეინახა და წინ ჯერ კიდევ 13 შეხვედრაა. ასე რომ, დიდი ალბათობით, ტერ შტეგენი სეზონის ბოლომდე 150-მატჩიან ნიშნულს კიდევ უფრო გაზრდის.




ბოლო წუთზე მეგონა გაგვიტანდნენ, ერთი-ერთში, რომ გავიდა ვიღაცა ჭიჭუ, მაგრამ შტეგომ ჩააფურთხეო.
დიდი ალბათობით, ტერ შტეგენი სეზონის ბოლომდე 150-მატჩიან ნიშნულს კიდევ უფრო გაზრდის.
რა თქმა უნდა გაზრდის, ვინღა დაგვრჩა სათამაშოდ, ყველაზე ძლიერი ალბათ ატლეტიკოა. მაგათაც დღეს მთელი თამაში შეტევაში გაატარეს და სადღაც ბოლო 5 წუთში გაუტანეს ბეტისს ერთადერთი გოლი, და ეხლა ბეტისის დაცვა შეადარეთ ჩვენსას მეკარეზე აღარაფერს ვამბობ.
თუ მხოლოდ ესპანეთს ავიღებთ მაშინ 18 გოლი გაუშვა ატლეტიკომ და ეგაა რეკორდი 38 ტურში
თუ ესპანეთს გავცდებით მაშინ 15 გოლი გაუშვა ჩელსიმ და ეგაა რეკორდი 38 ტურში (ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობის დროს)
ძაან მაგარ ფორმაშია წელს, საოცრებებს აკეთებს, გუშინაც ახლოს იყო ბარსა გოლის გაშვებასთან, მაგრამ კარგი ბურთი აიღო, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი 1-1ზე, რომ მოდის არ მეშინია რადგან ვიცი ტერ შტეგენი დგას კარში♥️
160-თუ ავა ამ სეზონში კაი იქნება, გერმანიის ნაკრებშიც ნელ-ნელა დაიკავებს პირველი მეკარის ადგილს ამიერიდან, ნოიერი ბოლო დროს ისედაც აღარ იყო თავის საუკეთესო ფორმაში და ისეთი ტრავმა იკისრა, სანამ მაგას მოირჩენს ასაკი კიდე ემატება და როგორ შევა ფორმაში ეგ ცალკე საკითხია, ამიტო შტეგოს პრაიმ წლების დასაწყისია ეს სეზონი ჩემი აზრით და კიდე უკეთესებს უნდა ველოდოთ მომავალ წლებში😌❤️💪
რეკორდი რამდენია ყველაზე ნაკლებ გაშვებულ გოლებში ??
es barca b xo imena jogia meramdened ver igeben 2-0 dan
2014/15 წლების მარკი დაბრუნდა ამ სეზონში🙃დაცვასთან ერთად უმაგრეს სეზონს ატარებს მარკი