“ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” დაპირისპირებას დიდი დანაკლისით ხვდება.
AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, ფრენკი დე იონგის “ელ კლასიკოში” მონაწილეობა პრაქტიკულად გამორიცხულია. ნიდერლანდელმა შაბათს გამართული ვარჯიში უარყოფითი შეგრძნებებით დატოვა, რაც სათასო შეხვედრაში თამაშის შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.
ჟურნალისტის ცნობით, ჩავი ერნანდესი კოპა დელ რეის განმეორებით ნახევარფინალში ბოლო პერიოდისთვის ჩვეულ 4-ნახევარმცველიან სისტემას გამოიყენებს, სერხიო ბუსკეტსის, ფრანკ კესიეს, სერჟი რობერტოსა და გავის შემადგენლობით.
დე იონგმა ბარძაყის ტრავმა 20 მარტს ლა ლიგის ეგიდით გამართულ “ელ კლასიკოში” მიიღო. მის გარდა, “რეალ მადრიდთან” შეხვედრას პედრი, უსმან დემბელე და ანდრეას კრისტენსენი გამოტოვებენ.




ესღა გვაკლდა, მოკლედ მაინცდამაინც კლასიკოს წინ უნდა დაიმტვრეს ყველა საუკეთესო?
4 ! ძირითადი კაცის გარეშე რომელთაც ვერ ცვლი იმიტომ რომ უბრალოდ შეცვლა არა გყავს ! თანაც ყველა რგოლში (დაცვა /ნახევარდაცვა/შეტევა) აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი ბარსასთვის ნახევარდაცვაში ჩამშლელი და შემქმნელი (დე იონგი/პედრი) და მერე თხოვთ ჩავის მოგებას?!
ორჯერ ზედიზედ იუზილიონისტა უკვე
(რეალთან) მაგრამ მაგ თამაშებში დე იონგი მაინც ჰყავდა
აუუუ, ეს კაცი ნახევარდაცვის მთავარი ძალაა, ძაან გაგვიჭირდება ფრენკის გარეშე, თან როგორ უყვარს რეალის წინააღმდეგ გაგიჟება…
ფრენკი უდიდესი დანაკლისია, მგონი 4-3-3 ვითამაშოთ ჯობი და რობერტო დადგეს ძირითადში, რთულინთამაში გველის მაგრამ უპირატესობა გვაქვს,თან კამპ ნოუზეა თამაში და უნდ ამოვიგოთ
არ უნდა წავაგოთ უაზრო სიტუაციის გამო!
ამ ექინების შტაბს მოუ..ან სუ ყველაფერი, რა არი ეს, რომელ წესიერ გუნდში ხდება, რეაბილიტაციის პროცესი ცუდად მიდისო, ვისი ბრალია მერე? გამოჯანმრთელების პერიოდი 3-3 ,კვირით ააცილეს. უდონო პრეზიდენტი ექიმები და ფანები გვყავს
საწყისი წუთებიდან რეალი ამ დანაკლისების ფონზე მაგრად მოგვაწვება ჩვენი დაცვა რამენაირად გაუძლებს და ამ დროს უნდა გაახსენდეს ღმერთის დახმარებით რაფინიას რომ ბრაზილიელია და გაიქცეს ისე რო გოლი მოყვეს მის შეტევას და მერე რამანაირად ფრესაც რომ გამოვკრათ ხელი კარგი იქნება აიასე უნდა მოხდეს სხვა გზა არაა😃დე იონგი პედრი დემბელე კრისტენსენი ამათი არყოფნის ფონზე რავიცი ფანების იმედი მაქ ცოტა მოიხოდნენ და იქნებ შევაშინოთ რეალი😃
კარგია რომ ძლიერი დაცვა გვყავს,ჩემი აზრით ფრე იქნება ეს თამაში