“ბარსელონას” პოზიცია ნათელია: კლუბს ვიტორ როკეს შეძენა სურს და თუ ამას ფინანსური პრობლემების გამო ვერ შეძლებს, ფეხბურთელის იჯარით აყვანისა და 2024 წელს გამოსყიდვის ვარიანტს განიხილავს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიურ გრანდს, თავის მხრივ, ბრაზილიელი ცენტრფორვარდის სურვილიც ეხმარება – მას მხოლოდ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში თამაში უნდა.
ვიტორ როკე შემტევებს შორის “ბარსასთვის” პრიორიტეტული სამიზნეა.




ძაან ჭკვიანურია თან თუ მესიც დაბრუნდა მაყუთის თემაში ძაან მოიხოდება გუნდი და ამის გამოსყიდვის ფულიც ექნებათ თან ამასაც დააკვირდებიან როგორ გაამართლებს და იმისდამიხედვით გადაწყდება გამოისყიდიან თუ არა
მშვენიერი გამოსავალია მარა სავალდებულო გამოსყიდვას თუარ ჩავუწერთ არამგონია გამოგვატანონ😅
მერე აიყვანონ, მამამისი თუ არ იქნება წინააღმდეგი, იწერებოდა ინგლისში უნდა შვილის გაშვება და არსენალთანაც ჰქონდა მოლაპარაკებებიო.