Sport-ის ინფორმაციით, ჟოან ლაპორტამ თავისი შტაბის წევრებს შეატყობინა, რომ ხუთშაბათს შეხვედრას გამართავს.
წყაროს ცნობით, აღნიშნული შეხვედრა “ბარსელონას” მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, ვინაიდან, ხელმძღვანელობამ Espai Barça-ს ფინანსებზე, ნეგრეირას საქმეზე, ხარჯების შემცირებასა და კიდევ არაერთ საკითხზე უნდა იმსჯელოს.
ცნობილია, რომ “ბარსელონამ” ზაფხულამდე სახელფასო ფონდი €200 მილიონით უნდა შეამციროს ან შემოსავალი გაზარდოს, რათა ტრანსფერების განხორციელება და ახალი კონტრაქტების დარეგისტრირება შეძლოს.



აღნიშნული შეხვედრა "ბარსელონას" მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, ვინაიდან, ხელმძღვანელობამ Espai Barça-ს ფინანსებზე, ნეგრეირას საქმეზე, ხარჯების შემცირებასა და კიდევ არაერთ საკითხზე უნდა იმსჯელოს.
ალბათ ერთ-ერთი საკითხი კიდევ რაიმე აქტივის გაყიდვა იქნება, სხვანაირად ვერც ფეხბურთელებს დაარეგისტრირებს და ვეღარც ლიგაზე ვეღარ იფიქრებს, მითუმეტეს თუ ლეო ვერ მოიყვანეს.