ბოსნიური მედიის ცნობით, “ბარსელონას” სკაუტები ხუთშაბათს ბონია-ჰერცოგივინის ქალაქ ზენიცაში იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ცნობებით, კატალონიური კლუბი ბოსნია-ჰერცოგოვინასა და ისლანდიას შორის გამართულ მატჩში 20 წლის მარჯვენა მცველს, ამარ დედიჩს აკვირდებოდა, რომელიც ამჟამადაც ავსტრიულ “ზალცბურგში” ასპარეზობს.
20 წლის ფეხბურთელი ავსტრიაშია დაბადებული და “ზალცბურგის” გარდა “ლიფერინგსა” და “ვოლფსბერგერში” უთამაშია. სანაკრებო დონეზე მან ბოსნიის მაისურის მორგება არჩია და ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის შემდეგ ეროვნულ გუნდშიც მიიწვიეს.

კარგია რო არ ეზარებათ დაკვირვებები, ყიდვით მაინც ვერ ვყიდულობთ და იარონ და დააკვირდენ. როგორც ცარიელი ჯიბით რო დასეირნობს ხოლმე ადამიანი სუპერმარკეტში ნერწყვის ყლაპვით.