workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ულტიმატუმი ჟორდი ალბას

ბარსელონას ულტიმატუმი ჟორდი ალბას

თუ ჟორდი ალბას კონტრაქტის გათვალისწინებული ბოლო სეზონის “ბარსელონაში” ჩატარება სურს, მსხვერპლზე წასვლა მოუწევს.

AS-ის ინფორმაციით, “ბარსა” 34 წლის ფეხბურთელს ულტიმატუმს უყენებს  – ესპანელმა ხელფასი უნდა შეიმციროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბი მას ტრანსფერზე დააყენებს.

წყაროს ცნობით, ალბა მომდევნო სეზონიდან “ბარსელონას” ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იქნება, რადგან მისი კონტრაქტი 2024 წელს იწურება, კლუბს კი პანდემიის დროს გადავადებული ხელფასი ჯერ კიდევ არ გადაუხდია. ასეთი ფინანსური მდგომარეობა კატალონიელებს სატრანსფერო ფანჯარაზე მანევრირების საშუალებას არ აძლევს – კლუბმა სახელფასო ფონდი 200 მილიონით უნდა შეამციროს – ამ საქმეში კი ალბასთვის ანაზღაურების დაკლება მნიშვნელოვანი იქნება.

“ბარსელონა” მოელის, რომ ალბა არსებულ მდგომარეობას გაიგებს და კლუბს დაეხმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში “ბარსა” კონტრაქტის გაწყვეტასაც არ გამორიცხავს. 

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა, ალბას შემდეგ, ხელფასის შემცირების თაობაზე მოლაპარაკებებს ფრენკი დე იონგთან და მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან გამართავს, თუმცა მათ მიმართ უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ, ვინაიდან ისინი ჩავის გუნდის საკვანძო ნაწილები არიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 24 მარ 2023, 17:15

    ისე მართლაც რო გაარკვიონ სილვა რა ჯდება და მერე დე იონგი გაყიდონ ხო შეიძლება.

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 24 მარ 2023, 17:03

    დეიონგი არანაირად არ იმსახურებს მაღალ ხელფას, შეუმდგარი და ჩამოუყალიბებელი ფეხბურთელია, მაგის გამონათებები საქმეს არ შველის, თუ ბუსკეცი არ თამაშობს მაშინ ხო საერთოდ კატასტროფაა, ვერანაირად ვერ ვუმუღამებ მაგის ჩამშლელობას.. საჭიროა ბუსის ღირსეული შემცვლელი და სილვას დათრევა, ამ შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება დეიონგის გაყიდვა

  • La Pulga10
    schedule 24 მარ 2023, 16:44

    ჰა შე ციყვო ხო გინდა მესის დაბრუნება? ხოდა კეთილი ინებე და შეიმცირე ხელფასი.

  • Rick Sanchez
    schedule 24 მარ 2023, 16:16

    სპორტული კუთხით აშკარად აღარ არის სასარგებლო… დღემდე ჩემი საყვარელი განაპირა მცველია, მაგრამ მგონი დროა წავიდეს

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 24 მარ 2023, 14:49

    Shemcireba kiara vafshe wavides unda zafxulshi. Alonso iqneba skamze da balde dziritadshi,an es unda wasuliyo an alonso,imas gauxangrdzlives da amis adgili agaraa.