workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას ფეხბურთელთა განახლებული ფასები Transfermarkt-ის მიხედვით

ბარსას ფეხბურთელთა განახლებული ფასები Transfermarkt-ის მიხედვით

ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა Transfermarkt-მა ლა ლიგის ფეხბურთელთა ფასები განაახლა. ცვლილებები შეეხო “ბარსელონას” მოთამაშეებსაც.

“ბლაუგრანას” ზოგიერთი მოთამაშის ღირებულება გაიზარდა, თუმცა უფრო მეტის შემცირდა, რაც საბოლოო ჯამში მთლიანი შემადგენლობის ღირებულების კლებაში გამოიხატა. “ბლაუგრანას” ფეხბურთელთა საერთო ღირებულება 767 მილიონი ევროა, ზამთარში ეს მაჩვენებელი 813 მილიონს აღწევდა. “ბარსა” ამ შედეგით მსოფლიოში მეცხრე, ხოლო ლა ლიგაში მეორე ადგილზეა.

“ბარსას” ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ისევ პედრია, რომლის ღირებულებაც კვლავ 100 მილიონი ევროა, უცვლელია გავის სატრანსფერო ფასიც (90 მილიონი).

ჯამში, 22 ფეხბურთელიდან 6-ის ღირებულება შემცირდა, 4-ის გაიზარდა, დანარჩენის კი უცვლელი დარჩა.

“ბარსელონას” ფეხბურთელთა ფასები.

ფეხბურთელიფასი (მლნ. ევრო)
პედრი100
გავი90
ფრენკი დე იონგი60
ჟიულ კუნდე60
ანსუ ფატი35
რონალდ არაუხო70
უსმან დემბელე60
რაფინია50
რობერტ ლევანდოვსკი40
ფრანკ კესიე28
ფერან ტორესი30
ანდრეას კრისტენსენი30
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი40
პაბლო ტორე3
არნაუ ტენასი2
ერიკ გარსია12
მარკოს ალონსო7
სერხიო ბუსკეტესი5
ჟორდი ალბა5
ალეხანდრო ბალდე30
სერჟი რობერტო6
ინიაკი პენია4

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • me da barca
    schedule 15 ოქტ 2023, 22:37

    აქედან ფერანის ფასი მოიმატებს, დანარჩენის რა გითხრათ.

  • nika 54
    schedule 14 ოქტ 2023, 15:47

    მშვენიერი ფასებია, რაფინია და ტორესი გავყიდოთ და ერთი კარგი თავდამსხმელი ვიყიდოთ.

  • Rick Sanchez
    schedule 14 ოქტ 2023, 00:26

    დე იონგი 90 მლნ უნამუსობაა

  • BarcaFan❤💙
    schedule 13 ოქტ 2023, 19:11

    რაფინია რო ფელიშზე ძვირი ეღირება😭

  • El pistolero 9
    schedule 24 მარ 2023, 03:41

    ზოგიერთი ფეხბურთელის ფასი სხვა მის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელის ფასთან შედარებით მცირეა.

  • nika 54
    schedule 24 მარ 2023, 01:00

    ციტატა: cruyff9
    ბალდე 30?)))))დემბელე 60?))))


    დემბელეს კონტრაქტით გამოსასყიდი 50 მილიონი უწერია და თუ გაიყიდა მაგ ფასად ნახევარი შეხვდება გუნდს დანარჩენს დემბელე აიღებს. ასეთია მასთან ორწლიანი კონტრაქტის პირობები რომელიც 2024 წლის ივნისში იწურება. ისე რომ 60 რატომ გადაგვიხდიან როცა გამოსასყიდი 50-ია.

  • Rick Sanchez
    schedule 23 მარ 2023, 23:31

    ფრენკი 60?😏

  • Barca1980
    schedule 23 მარ 2023, 21:27

    ანუ ამ ფასების მიხედვით , მარჯვენა ფლანგის მცველი ბალდეს დონის შეიძლება 30 მილიონად ვიყიდოთ , ან ბალდე რომ სიტყვაზე ბენფიკაში ან დორტმუნდში თამაშობდეს ამ დონეზე , 30 მილიონად მოგვცემს რომელიმე , ან დე იონგს 60 ად ვიყიდიდით ეხლა ჩვენ ? ამას ჰქვია ზუსტად სხვისი ბამბაც ჩხრიალებსოო !

  • DesmondHume
    schedule 23 მარ 2023, 20:45

    კრისტენსენს და ფრენკის ბეეევრად მეტი ეკუთვნით. აქვე ყვერან ტორესი 30 თუ ღირს კესი 35 უნდა ღირდეს მინიმუმ

  • cruyff9
    schedule 23 მარ 2023, 19:07

    ბალდე 30?)))))დემბელე 60?))))