ესპანელი ჟურნალისტი, ჟერარ რომერო საკუთარ არხზე, Jijantes-ზე ლიონელ მესის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ არგენტინელს “ბარსელონაში” დაბრუნება სურს.
რომეროს თქმით, ლეო “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, თუმცა ვნახავთ თუ არა მას კვლავ ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმით, რთული სათქმელია, რადგან ეს სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.
ჟურნალისტის ინფორმაციით, მესი მსოფლიო ჩემპიონატამდე ჩავის ესაუბრა და მუნდიალის დასრულებამდე მოცდა მოსთხოვა. მუნდიალის შემდეგ კი მან საკუთარ გარემოცვას უთხრა, რომ პსჟ-ში დარჩენა არ სურს. ლეოს სურვილის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მისი ოჯახი პარიზში ცხოვრებას ვერ შეეგუა, ბარსელონაში დაბრუნებისას კი ისინი თავს სახლში გრძნობენ.
მესის დაბრუნებას “ბარსას” ფინანსური პრობლემები ართულებს, თუმცა კატალონიური კლუბი სხვადასხვა გზებზე მუშაობს.

![რაფინია პსჟ-თან არ იქნება [ჟერარ რომერო]](https://barcamania.ge/wp-content/themes/bm/assets/images/surathis-gareshe.webp)
დაბრუნდი რა ლომო დაბრუნდი
მოდი წინასწარ იმედები ნუ გაგვიჩნდება… მერე გული ეტკინება გულშემატკივარს…
ჰალანდმა რა მოიგო შემახსენე
შეეშვი თავის საყვარელი ფეხბურთელი მოიგებს ამ წელს არაბეთის თასს და ცოტა დაუწყნარდება ნერვები🤓
კი, წელს მესი რომ პირველზეა უსამართლობაა, ფაქტია. მსოფლიო მოიგო და შეირგოს, ლიგა 1-ში რომც დაფრინავდეს მაინც არ ეკუთვნის და რა თქმა უნდა ეს თამაში ფრენა არაა. ეს მერვე არაფერში სჭირდება ისედაც
ჰალანდმა რა მოიგო შემახსენე
ტებასი მოვისყიდოთ ან მოვკლათ და მოგვარდება ყველაფერი. როკე და ლეო რო მოვიყვანოთ, გიუნდოგანი, ინიგო უფასოდ. და იჯარით კანსელო, ხლამი გავუშვათ და ლიგაზე გამოწევი გუნდი გვეყოლება
რა სა.ლევეთია ეს ოქროს ბურთი, წლეი დაიწყო და მესი პირველ პოზიციაზეა უსამართლობაა უბრალოდ როცა ჰალანდი და სხვები ბევრად მოწოდების სიმაღლეზე არიან.. უბრალოდ უსამართლობა
მეცინება იმდენ ფასონზე იწერება მედიაში მესის მომავალი😂😂😂😂
რავი რა 15-20 მილიონზე რო ითამაშო კაი იქნება.
ერთი წელი გაიჭირვებს პატარა ხელფასზე, და თუ მოეწონება ან შედეგი დაიდება ეგება მე-2 წელიც დარჩეს.
მოგებიდან წილები და მამის სულის გაყიდვა ან კიდე სხვა მსგავსი აფერისტიბები არ გვინდა, თუ დაბრუნდება დაბალ ხელფასზე კიბატონო, თავის ჰაიპსაც გაიზრდის და ბარსასაც წაადგება. მე მაინც მგონია რომ მესი სინამდვილეში გუარდიოლასგან უფრო ელოდება ზარს ვიდრე ჩავისგან, ლიგის მოგება უნდა რომ ევროპული ფეხბურთიდან ფურორით წავიდეს, მაგას კიდე ბარსა ვერ იზამს რაღაც ეგრე მგონია და ლა ლიგა ისედაც ბევრი აქვს ლეოს.