workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსალია: ჩემი ფავორიტი ფეხბურთელები მესი, ეტო’ო და ზიდანი არიან

როსალია: ჩემი ფავორიტი ფეხბურთელები მესი, ეტო’ო და ზიდანი არიან

19 მარტს, ლა ლიგაში გასამართ “ელ კლასიკოში”, “ბარსელონას” ფორმაზე, Spotify-ს სახელის ნაცვლად, კატალონიელი მომღერლის, როსალიას ალბომის ლოგო იქნება დატანილი.

Spotify-ზე როსალია ვილა ტობელიამ ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა:

ჩემი ასაკიდან და ნოსტალგიიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ ჩემი საყვარელი მოთამაშეები ლეო მესი, სამუელ ეტო’ო და ზინედინ ზიდანი არიან.

ამჟამად, პედრი და მბაპე მომწონს.

ვამაყობ, რომ ამ მაისურს ისეთი გუნდი ატარებს, როგორიც “ბარსელონაა” და თანაც, “ელ კლასიკოსნაირ” მნიშვნელოვან მატჩში. 
ფეხბურთსა და მუსიკას შორის მსგავსება ის ემოციაა, რომელიც გეუფლება… მაგალითად, კონცერტსა და მატჩში. 
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Rick Sanchez
    schedule 18 მარ 2023, 11:45
    #4

    მაგარი იქნება თუ გატანილი გოლის შემდეგ კამპ ნოუ ამის რომელიმე სიმღერას იმღერებს კლასიკოში. აი როგორც ლივერპულის თამაშში one kiss is all it takes

  • Maestro 6
    schedule 18 მარ 2023, 00:24
    #3

    დრეიკი თარსი გამოდგა და იმედია იღბალს მოგვიტანს ეს მაისური😃, თუმცა იღბალი რაში გვჭირდება მთავარია ვითამაშოთ მოსაგებად და ვითამაშოთ ნამდვილი ბარსელონასავით და არა ატლეტიკოსავით

  • I N I E S T A 8
    schedule 17 მარ 2023, 20:49
    #2

    ციტატა: nika 54
    დემბელეს რას უწუნებს?


    ცოლი ყავს🤣ისე რა აქ დასაწუნი

  • nika 54
    schedule 17 მარ 2023, 20:00
    #1

    დემბელეს რას უწუნებს?