workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრენკი დე იონგი: კამპ ნოუ ყველაზე დიდებული სტადიონია

ფრენკი დე იონგი: კამპ ნოუ ყველაზე დიდებული სტადიონია

“ბარსელონას” ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი “ელ კლასიკო” წინ TV3-თან საინტერესო თემებზე საუბრობს.

რთულია, გადმოვცე, როგორი გრძნობაა “კამპ ნოუზე” 95 000 გულშემატკივრის წინაშე “ელ კლასიკოს” თამაში. ბავშობიდან “ბარსელონას” მაისურით “რეალ მადრიდთან” თამაშზე ვოცნებობდი. ეს გუნდის ფეხბურთელებისა და ფანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია, რომელიც ხშირად ლა ლიგის გამარჯვებულის ვინაობას განსაზღვრავს.

მაქვს თუ არა საუკეთესო სეზონი “ბარსელონაში”? არ ვიცი, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. ჩვენ ევროტურნირებზე ცუდად ვიასპარეზეთ, მაგრამ ლა ლიგაში შესანიშნავად გამოვიყურებით.
განახლებულ “კამპ ნოუზე” თამაში ძალიან მსურს. “ბარსელონა” ჩემი ოცნების კლუბია და მინდა, აქ დიდი ხნით დავრჩე. ჩემთვის “კამპ ნოუ”, მისი ისტორიის გამო, ყველაზე დიდებული სტადიონია. მომწონს, რომ მისი სახურავი ღია იქნება. აქ ყოველთვის კარგი ატმოსფეროა. სტადიონს ბავშვობაში ვეწვიე და ის განსაკუთრებული იყო.
ბუსკეტსის ტალანტს ყველა ხედავს. ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რასაც ყველა მატჩში ამტკიცებს.

“რეალ მადრიდთან” კარგი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. “ბარსაში” მეოთხე სეზონს ვატარებ და ლა ლიგა ჯერ არ მომიგია. გუნდთან ერთად, ძალიან მონდომებული ვარ, რომ ტიტული მოვიგო.

ჩავი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ის ძალიან გვეხმარება. ის გასული მატჩების კადრებს გვაყურებინებს და ზოგჯერ კონკრეტულ ეპიზოდებზე მიგვითითებს, სადაც უკეთ თამაში შეგვეძლო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • alen halilovic
    schedule 18 მარ 2023, 23:21

    ახალი კამპ ნოუს სახურავი მართლა ღია იქნება? მაშინ შეიძლება მართლა ძაან კარგი გამოვიდეს

  • Rick Sanchez
    schedule 17 მარ 2023, 22:26

    ახლა გავაცნობიერე, რომ 4 წელია ლალიგა არ მოგვიგია

  • nika 54
    schedule 17 მარ 2023, 15:43

    აზრზე ხართ სამი წელია ლა ლიგა არ მოგვიგია, როგორ დაგვეტყო მესის არყოფნა, ლა ლიგა ხო მინიმუმი იყო ვალვერდეს დროსაც კი.

  • I N I E S T A 8
    schedule 17 მარ 2023, 15:21

    ძალიან მაგრად დაჯდა წყვილები.
    ნაპოლი-ბაიერია ფინალი
    🙃

  • Andria
    schedule 17 მარ 2023, 14:44

    იპოვა თავი ამ სეზონში და ჯერკიდევ შეუძლია მომატება ძალიან მაღალი დონეა

  • LM10RG10
    schedule 17 მარ 2023, 14:02

    ძაან მოუმატა და დაიხვეწა💘