workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ილქაი გიუნდოგანი მზადაა, ბარსელონაში სათამაშოდ ხელფასი შეიმციროს

ილქაი გიუნდოგანი მზადაა, ბარსელონაში სათამაშოდ ხელფასი შეიმციროს

AS-ის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესის ილქაი გიუნდოგანს დაუკავშირდა, რათა ის “ბარსელონაში” გადმოსვლაში დაარწმუნოს. ჩავიმ გერმანელს უთხრა, რომ კლუბი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს.

პირველი კონტაქტი პოზიტიური იყო, რადგან გიუნდოგანი მზადაა, “ბარსაში” სათამაშოდ ხელფასი შეიმციროს. კატალონიური გრანდი გეგმავს, რომ მას 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

გიუნდოგანის ტრანსფერი საკმაოდ ხელსაყრელი იქნება, რადგან ის კლუბს უფასოდ შემოუერთდება. მისი დამატება ასევე ნიშნავს, რომ სხვა შუახაზელებს დასვენების საშუალება მიეცემათ. გარდა ამისა, ილქაისთან ერთად ჩავის 4-ნახევარმცველიანი სისტემა უფრო პროდუქტიული იქნება.

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა ნახევარდაცვის დასაბალანსებლად გიუნდოგანის შეძენას ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს.

“ბარსას” მხოლოდ ილქაის ტრავმიანობა აფიქრებს. კლუბი მზადაა, გარისკოს, მაგრამ სამედიცინო პერსონალი მას დეტალურ გამოკვლევას ჩაუტარებს.

კატალონიურ გრანდში სჯერათ, რომ თუ გიუნდოგანს დაიმატებენ და სერხიო ბუსკეტსიც კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მეტი ნახევარმცველის შეძენა საჭირო აღარ იქნება. თუ ბუსკეტსი წავა, გუნდს საყრდენის პოვნა მოუწევს, რადგან ნიკო გონსალესს არ ენდობა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 16 მარ 2023, 17:29

    ისე დავაკვირდი ამას ბოლოთამაშებში და მშვენივრად გამოიყურება არც სისწრაფე აკლია და არც დარტყმაზე ამბობს უარს. რაც მთავარია გოლებიც გააქვს განსხვავებით ბუსკეტსისგან.

  • La Pulga10
    schedule 15 მარ 2023, 23:04

    ერთი გამოცდილი კაცი საჭიროა ნახ.დაცვაში.

  • Rick Sanchez
    schedule 15 მარ 2023, 21:45

    ნიკო გაუშვან და ეს მოიყვანონ

  • nikusha
    schedule 15 მარ 2023, 18:31

    გიუნდოგანი დააყენონ საყრდენზე და ნიკომ წინ ითამაშოს + კესიეც დატოვონ როტაციისთვის თუ ბუსიკა წავა

  • LM10RG10
    schedule 15 მარ 2023, 18:25

    გიუნდოგანი ტრამვიანი იყო 4 წლის წინ თორე ახლა სულ
    ხოდზეა😀💘