workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონაში სანქციების არ ეშინიათ

ბარსელონაში სანქციების არ ეშინიათ

ჟურნალისტ ხოსე ალვარესის ინფორმაციით, “ბარსელონას” ნეგრეირას საქმის გამო შესაძლო სანქციებზე გავრცელებული ჭორების არ ეშინია.

წყაროს ცნობით, კატალონიურ გრანდში სჯერათ, რომ კლუბს არანაირ სასჯელი არ ემუქრება, რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, ენრიკეს ნეგრეირასთან თანამშრომლობა ლა ლიგაში “ბარსას” მატჩებზე გავლენას ახდენდა.

ჟოან ლაპორტას თქმით, “ბარსელონა” ნეგრიერას ფულს მხოლოდ იმიტომ უხდიდა, რომ მსაჯებზე ცნობები შეეგროვებინა, რაშიც არალეგალური არაფერია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 09 მარ 2023, 14:05

    ჟოან ლაპორტას თქმით, "ბარსელონა" ნეგრიერას ფულს მხოლოდ იმიტომ უხდიდა, რომ მსაჯებზე ცნობები შეეგროვებინა, რაშიც არალეგალური არაფერია.
    კი მაგრამ რათ უნდოდა მსაჯებზე ინფორმაციის შეგროვება? "ინოაგენტები" უნდა გამოევლინა? თუ მოსყიდვას აპირებდა, მაგრამ საამისო არაფერი დატყობია გუნდს.

  • Don_Andresito
    schedule 08 მარ 2023, 19:05

    ეგრე არხენინად არის ხოლმე ქინძი ლაპორტა და რო შეედება მერე ცვლის პლასტინკას. მესის ლაქა ჯერ არ ჩამოურეცხავს, გუნდის აქტივები მიაყიდა, ფინანსური რესურსის ნახევარი, რომელსაც ოოქროს ფასი აქვს ტორესებში და რაფინიებში დახარჯა, გუნდის აქტივების გაყიდვით რესურსი ამოწურა და მომავალ სეზონში გუნდს ერხევა, ახალი ტრანსფერები კი არა გავი და არაუხოს ახალი კონტრაქტები ვერ დაარეგისტრირა წესიერად, ტებასის წინააღმდეგ არანაირ კამპანიას არ აწარმოებენ. გაუშვან სტატიები რო შეიხების მოსყიდულია ან რამე. დგას და ძაღლივით დასდევს პერესს და სუპერ ლიგაო ყვირის. პერესს ვერ ჭამენ ვერაფერს და მთელი ჯოხი მერე ბარსაზე ტყდება. მგონი ბართომეუ მოგვენატრება მალე