workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა იმედოვნებს, რომ ბუსკეტსს დაარწმუნებს

ბარსელონა იმედოვნებს, რომ ბუსკეტსს დაარწმუნებს

ჩავი ერნანდესს სერხიო ბუსკეტსის დარჩენა სურს, მაგრამ მხარეებს შეთანხმებისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ.

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონაში” იმედოვნებენ, რომ კაპიტანს ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმებაში დაარწმუნებენ და მოლაპარაკებების დაჩქარებას აპირებენ.

ადრე გავრცელებული ცნობებით, “ბარსამ” სერხიოს ამჟამინდელი ხელფასის ნახევარზე ნაკლები შესთავაზა.

კატალონიურ კლუბს სჯერა, რომ ბუსკეტსის დარწმუნებას შეძლებს. ის სასტარტო შემადგენლობის უპირობო წევრია და ჩავი ერნანდესთან კარგი ურთიერთობა აქვს. შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ კაპიტანს შეთავაზების განხილვა სურს.

თუ ბუსკეტსი წავა, კლუბს მისი შემცვლელის პოვნა და,  დიდი ალბათობით, იაფფასიანი მოთამაშის მოყვანა მოუწევს, რაც ჟოან ლაპორტას გუნდის გეგმებში არ შედის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Rick Sanchez
    schedule 07 მარ 2023, 20:22

    ერთი სეზონით უნდა დარჩეს აუცილებლად. ამაზე უკეთესს უფასოდ ვერ მოიყვანენ

  • nika 54
    schedule 07 მარ 2023, 15:12

    ამას 30 მილიონი ქონია ხელფასი, ალბათ დაქვითვამდე. ესპანეთში ხო ლამის 50%-ია საგადასახადო. ხოდა ახლა აპირებენ თურმე 10 მილიონის დანიშვნას, რაც ხელზე 5 მილიონზე ცოტა მეტი იქნება. არ გამიკვირდება უარი რო თქვას.

    ციტატა: Robert lewandovski
    მეგობრებო, ვინც ხართ მწერლები, რაღაც მაინტერესებს.


    მწერლებთან თუ გინდა დაკავშირება კონტაქტით უნდა მიმართო, აქ შეიძლება არ გიპასუხონ. აგერ მარჯვენა მხარეს მაღლა "ჩემი პროფილის" გვერდით როა. "კონტაქტი"

  • Robert lewandovski
    schedule 07 მარ 2023, 14:47

    მეგობრებო, ვინც ხართ მწერლები, რაღაც მაინტერესებს.