workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟი რობერტო: ჩემპიონი სწორედ მაშინ ხდები, როცა ასეთ მატჩებს იგებ

სერჟი რობერტო: ჩემპიონი სწორედ მაშინ ხდები, როცა ასეთ მატჩებს იგებ

“ვალენსიასთან” მატჩის შემდეგ სერჟი რობერტომ კომენტარი გააკეთა:

“ბერნაბეუზე” მოვიგეთ, მაგრამ გაგვიჭირდა. დღეს კაცნაკლული ვთამაშობდით, რის გამოც დაცვისთვის უნდა მიგვეხედა. მე-2 გოლი რომ გაგვეტანა, უფრო მშვიდი თამაში იქნებოდა. 

ჩემპიონი სწორედ მაშინ ხდები, როცა ასეთ მატჩებს იგებ.

დაცვის დამსახურებაა, რომ ცხრილის სათავეში ვართ. არა მხოლოდ ტერ შტეგენს, არამედ მთელ გუნდს შესანიშნავი სეზონი აქვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 06 მარ 2023, 12:59

    მართალია ეს ვარსკვლავებს არ წყვეტს ციდან, მაგრამ მოედანზე თავს ზოგავსო ვერ იტყვი. ფატის შეცდომაზე გახსოვთ ამის ისტერიკები, ამ დონითაა თამაშში ჩართული.

  • Albicelecte
    schedule 06 მარ 2023, 03:15

    თავი არ დაუზოგავს, 12 კმ-ზე მეტი ირბინა

  • me da barca
    schedule 06 მარ 2023, 01:40

    მეათე 1:0-ია ეს ბარსასთვის ამ სეზონში

  • Chico
    schedule 05 მარ 2023, 22:33

    რა ასეთ მატჩებზე ლაპარაკობს ეს?
    მეტი სუსტი გუნდი ვიდრე ალმერია და ვალენსიაა დღეს ლა ლიგაში არ არსებობს.
    თუ თვითონ თამაშს ჩასვრიან ეს არ ნიშნავს რომ მატჩი ასეთი იყო…..
    მე რობერტოს პატივს ვცემ. ბევრი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ დიდი ხანია ჩვენიანია და იმიტომ, მაგრამ პატივცემულო რობერტო – თუ გაინტერსებს ვის ეთქმევინება – ასეთ მატჩს რომ მოიგებ – ნახე დღევანდელი მატჩი ლივერპოლსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის. აი ლივერპოლს აქვს ამის თქმის უფლება, თქვენ კიდევ ჯერ კარში დარტყმა ისწავლეთ და მერე გამოდით სიტყვით.
    და კიდევ ერთი – გოლი, რომელიც დღეს გაიტანეთ მთლიანად ჩვენი, ქართველი ბიჭის დამსახურებაა და გირჩევ წადი ეხლა სახლში და ინტერვიუს დროს, ცოტა ნორმალური და რეალური გამოთქმები შეარჩიე…..