“ბარსელონას” ახალწვეულმა, ხულიან არაუხომ დღეს “ბარსა ატლეტიკთან” ერთად პირველად ივარჯიშა.
მექსიკელი მარჯვენა მცველი “ბლაუგრანას” “ლოს ანჯელეს გელექსიდან” შემოუერთდა. კატალონიურმა კლუბმა მის სანაცვლოდ ამერიკელებს €4 მილიონი გადაუხადა.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დოკუმენტების 18 წამით დაგვიანებით გადაგზავნის გამო, არაუხოს მიმდინარე სეზონში თამაშის უფლება არ აქვს.
ხულიანი “ბარსა ატლეტიკთან” ერთად ივარჯიშებს და მისი წევრი იქნება, მაგრამ კლუბში სჯერათ, რომ ის პირველ გუნდში დაწინაურებას მალევე შეძლებს.

ეს 18 წამი რა პონტია, რაღაც ადამიანური ამ უეფას თუ ფიფას აღარ შერჩა? მართლა რობოტები ხო არ არიან. ყველანი რა ტებასს დაემსგავსენ.
მხოლოდ სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ ივნისის პირველ რიცხვებში.
კარგი ისაა რომ 4 მილიონად იყიდეს. ეჭვი მაქვს მალევე გაყიდიან
Vera samwuxarod
მომავალ სეზონამდე ვერ ვათამაშებთ ვერც ბარსა ატლეტიკში?