ჩავი ერნანდესმა და ჟიულ კუნდემ “მანჩესტერ იუნაიტედთან” განმეორებითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს.
კუნდე
ხვალ გასულ შეხვედრასთან შედარებით უკეთ უნდა ვითამაშოთ. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ინტენსივობა უნდა გავზარდოთ. პრესინგის თამაში მნიშვნელოვანი იქნება.
მიმდინარე სეზონში დაცვის წვლილი გადამწყვეტია. ხვალ შესანიშნავი შეტევის წინააღმდეგ მორიგი გამოწვევა გვაქვს.
ჩემსა და არაუხოს პოზიციებს მწვრთნელი გადაწყვეტს. საბოლოოდ, ყველაფერი გუნდური ძალისხმევის შედეგია. ყველამ საკუთარი საქმე უნდა აკეთოს. დარწმუნებული ვარ, ხვალ “ბარსას” საუკეთსო ვერსიას ვიხილავთ.
ევროტურნირებზე თამაში მაღალ ზეწოლას ნიშნავს, აქ ბევრი მნიშვნელოვანი თამაშია. მაგრამ ჩვენ ეს მოგვწონს, დიდ მატჩებში მონაწილეობა ყველას გვსურს. გვინდა, გუნდისთვის უფრო მეტი გავაკეთოთ.
“ოლდ ტრაფორდზე” დიდი წნეხი გველის. ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ. პირველი წუთები მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ არა გადამწყვეტი.
“იუნაიტედს” ძალიან ძლიერი შეტევა ჰყავს. ტენ ჰაგის გუნდი იმ “მანჩესტერისგან” განსხვავდება, რომელსაც “სევილიაში” თამაშისას შევხვდი.
ჩავი
რთული თამაში გველის. “იუნაიტედი” ამ მომენტისთვის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მათ “კამპ ნოუზე” ხასიათი, მენტალობა და მონდომება აჩვენეს. ამას წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ.
“მანჩესტერი” დაბრუნდა. ისინი პრემიერ ლიგისთვისაც კი იბრძვიან. ხვალ გვექნება შანსი, დავამტკიცოთ, რომ ევროპის უძლიერესი გუნდებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია.
შემადგენლობა უკვე შევარჩიე, მაგრამ ფეხბურთელებმა ის ჯერ არ იციან. ჩვენ პედრი და გავი გვაკლია, მაგრამ მე დემბელეს დანაკლისსაც გამოვყოფდი, იმის გამო, რასაც ის გუნდისთვის აკეთებს.
გვინდა, არაუხომ უფრო მეტად გარისკოს. მირჩევნია, ის ბურთის ამოტანისას შეცდეს, ვიდრე ყოველთვის ფრთხილად ითამაშოს.
შეგვიძლია, თამაში დამატებით დროში ან პენალტების სერიაში გადავიყვანოთ, მოვიგოთ ან წავაგოთ… ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენი იდეა არ იცვლება – პრესინგი და შეტევა.
ხვალ ვნახავთ, შევიცვალეთ თუ არა ლივერპულსა თუ რომში გამართული თამაშების შემდეგ.
სერჟი რობერტო მომწონს. ის ნებისმიერ პოზიციაზე თამაშობს. ხვალ მისი როლი მნიშვნელოვანი იქნება.
ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ თამაშით სიამოვნება მიიღონ. ზეწოლა ჩემზეა.
რაშფორდის შესაჩერებლად კონკრეტული გეგმა არ გვაქვს. მათი მთელი შეტევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი კონკრეტული ფეხბურთელი. თუმცა, დიახ, რაშფორდის ფაქტორს ვითვალისწინებთ.
მესი? არაერთხელ მითქვამს, რომ მისთვის კარი ყოველთვის ღიაა. დაბრუნება მასზე იქნება დამოკიდებული. ის ჩემი მეგობარია და მას მუდმივად ვეკონტაქტები. მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და “ბარსას” ყოველთვის მოერგება.
გვარდიოლლასთან შეხვედრა მანჩესტერში? მასთან არ მისაუბრია. პეპეთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ხშირად ვესაუბრები, მაგრამ ხვალ ბევრი საქმე გვაქვს, ის კი დღევანდელ მატჩზეა ფოკუსირებული. მას სხვა დროს შევხვდები.
ნეგრეირას საქმე? არასდროს მიგრძვნია, რომ ესპანეთსა თუ ევროტურნირებზე მსაჯები გვეხმარებოდნენ. ამაში ეჭვი არ მეპარება.




მესი? არაერთხელ მითქვამს, რომ მისთვის კარი ყოველთვის ღიაა. დაბრუნება მასზე იქნება დამოკიდებული. ის ჩემი მეგობარია და მას მუდმივად ვეკონტაქტები. მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და "ბარსას" ყოველთვის მოერგება.
საუკეთესოში გეთანხმები, მაგრამ აი მოყვანა რამდენად რეალურია ეგ არის საინტერესო.
კესი ბუსი ფრენკი რობერტო იქნება
შეტევა რაფინია ლევანა
მეც ეგრე ვიფიქრე და მასე ვფიქრობ მაესტროს კომენტარის შემდეგ
რადგან თქვა რობერტოს როლი მნიშვნელოვანი იქნებაო ესეიგი ნახ დაცვაში
კესი ბუსი ფრენკი რობერტო იქნება
შეტევა რაფინია ლევანა