workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შანსი პაბლო ტორეს?

შანსი პაბლო ტორეს?

პედრი გონსალესი “ბარსელონას” ნახევარდაცვის შეუცვლელი ფიგურაა, მაგრამ თუ ერთი ფეხბურთელი უნდა დავასახელოთ, რომელსაც მისი მსგავსი თვისებები აქვს, ის პაბლო ტორეა – ხედვა, პასი, გოლები და ა.შ.

ტორეს მოსვლამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, თუმცა ის პირველ გუნდში ძალიან იშვიათად თამაშობს. ჩავი პაბლოზე ყოველთვის კარგად საუბრობს და ახლა, როცა პედრის ტრავმა აქვს, ბუსკეტსი კი ბოლომდე მზად არაა, შესაძლოა, მას შანსი მიეცეს.

ტორემ “ბარსას” პირველ გუნდში სულ 6 მატჩი ჩაატარა და ჯამში მოედანზე 213 წუთი გაატარა. ძირითად შემთხვევებში ჩავი მას ჩემპიონთა ლიგაზე ათამაშებდა, რაც შესაფასებლად საკმარისი არაა – უკვე თებერვლის შუა რიცხვებია და პაბლოს დონე ჯერ კიდევ არ ვიცით.

“კადისთან” დღეს გასამართი მატჩი, “ოლდ ტრაფორდზე” ჩასატარებელ განმეორებით შეხვედრამდე, შესაძლოა, ლა ლიგაში ტორესთვის სასტარტო შემადგენლობაში სადებიუტო იყოს. მას ესპანეთის ჩემპიონატში აქამდე მხოლოდ 13 წუთი უთამაშია (“ბილბაოსთან” 4-0 მოგებულ მატჩში).

თუ ჩავი კვლავ 4 ნახევარმცველის დაყენებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, ტორე ძირითადში იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ გავი “მანჩესტერთან” დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს, ალბათ, ისიც სასტარტოში მოხვდება, კესიემ და ფრენკი დე იონგმა კი შეიძლება დაისვენონ.

როცა ტორე მოედანზეა, მეტოქისთვის საფრთხეს ნამდვილად ქმნის. მაგალითად: მან ჩემპიონთა ლიგაზე “პლზენს” გაუტანა, ესპანეთის თასზე კი “ინტერსიტისთან” რონალდ არაუხოს ასისტი გაუკეთა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • La Pulga10
    schedule 19 თებ 2023, 16:03

    რავი პრესინგზე მაინც რომ დაგვეხმაროს ეგეც კაი იქნება.

  • Frenkie de Jong_
    schedule 19 თებ 2023, 15:02

    ციტატა: Davit..

    ციტატა: Gio Baxturidze
    amastan ki arafer shuashia magram laportam gaaxilos tvalebi kvaraze uketesi vin yavs barsas marcxniv ro daitrion magrad gamiswordeba


    მისცენ ფერან ტორესი და წამოიყვანონ კვარა


    ფატიც შევუფუთოთ……

  • me da barca
    schedule 19 თებ 2023, 13:30

    შანსი პაბლო ტორეს?–ტორესს?

  • Davit..
    schedule 19 თებ 2023, 12:48

    ციტატა: Gio Baxturidze
    amastan ki arafer shuashia magram laportam gaaxilos tvalebi kvaraze uketesi vin yavs barsas marcxniv ro daitrion magrad gamiswordeba


    მისცენ ფერან ტორესი და წამოიყვანონ კვარა

  • nika 54
    schedule 19 თებ 2023, 12:47

    ამისათვის კი საჭიროა, ბარსამ პირველივე ტაიმში მოამთავროს თამაშის შედეგი. მეორე ტაიმში კი გამოუშვას, ახლა ქულის დაკარგვის უფლებაც კი არა გვაქვს.

  • Gio Baxturidze
    schedule 19 თებ 2023, 09:20

    amastan ki arafer shuashia magram laportam gaaxilos tvalebi kvaraze uketesi vin yavs barsas marcxniv ro daitrion magrad gamiswordeba

  • Tomasa
    schedule 19 თებ 2023, 09:06

    ეხლა არ არის ექსპერიმენტების დრო. გავი-კესი-დეიონგი უნდა იყოს . წინ ბოლობოლო ფატი დადგება.იმედია ხავის ააჯაფსანდალი არ დაემართება ტვინში მანჩესტერთან ფრით და რამე სასწაულს არ მოიგონებს. ისე ბუსკეციც მზადარის და შეუძლია თამაში.

  • Chico
    schedule 19 თებ 2023, 02:02

    მთავარია გუნდში არავის დაავიწყდეს, რომ რელმა მოიგო გასვლა და სხვაობა 5 ქულას შეადგენს..
    კადისთან 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანია და რაც შეეხება მატჩს ოლდ ტრაფორდზე, ასეთი დანაკლისით ბარსა ფავორიტი ნამვილად არ არის…

  • CHEPE
    schedule 19 თებ 2023, 01:52

    ცოდვაა ოსასუნა ამ თამაშით წაგებას არიმსახურებს და ამ სირინოზებს კიდე უმართლებთ და ჩვენ გვეუბნებიან 1:0 გუნდია პუტაო😄😄😄 პუტა და სირინოზი ვინცაა კი ეტყობა ბალერინის კაბის ქვეშ
    აჰ გაუტანია ბრაზილიელ სირინოზს მეორე კიდე კაი თორე ავნერვიულდი უკვე😆😆
    უი კიდე არ ჩაუთვალეეს😂😂😂😂😂

  • NEYBarca
    schedule 19 თებ 2023, 01:46

    არა რა, ასწორებს რეალზე 2 იანის დაწერა, როცა ბოლო ეგ დაგრჩა და ამავდროულად ბარსას ფანი ხარ 😀

  • Barca1980
    schedule 19 თებ 2023, 01:40

    ოსასუნამ დახმარების ხელი გამოგვიწოდა wink ისე წელს იდეალური ჩემპიონატი იქნება ჩვენთვის და ამასთან ძალიან ახლოს ვართ , იმედია ბარახას არ დაუცდება ფეხი და მამარდას დახმარებით ესპანიოლს დაახვევინებენ ლა ლიგიდან , აი ეგ იქნება ორმაგი სიხარულის განცდა : ჩემპიონობა და მადრიდული დესანტის გაძევება ლა ლიგიდან . barca-1 barca-1 barca-1

  • Iniesta_8
    schedule 19 თებ 2023, 01:18

    ეს თამაშიც თუ გატეხა ლა ლიგა ოფიციალურად ჩვენია. +10 ქულა და ყველა რთული თამაში სახლში გვიწევს. ისედაც არ გვიჭირს ლა ლიგაში მოგება. მანჩესტერს თუ გაცდებაინ ეგაა საკითხავი. ევროპა ლიგა არ მაინტერესებს მარა მაგ ბანძებთან არ უნდა გამოვვარდეთ.

  • DesmondHume
    schedule 19 თებ 2023, 01:16

    აუცილებლად ძირითადში უნდა იყოს. ხოარ დავამწნილებთ, როდისღა უნდა ჩაჯდეს როტაციაში, თუ არ უნდა ითამაშოს მაშინ რა აზრი ქონდა ყიდვას, რიკი პუჩი 2.0 უნდა გააჩალიჩონ?