ჟერარ რომეროს ცნობით, ცოტა ხნის წინ მატეუ ალემანი და ჟორდი კრუიფი პინი ზაჰავის შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც საათნახევარი გაგრძელდა, ზაჰავის მარჯვენა ხელი ჰუმბერტო პავიაც იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ რობერტ ლევანდოვსკის გარდა, ზაჰავი იანიკ ფერეირა კარასკოსა და ბენჟამინ პავარის აგენტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ფეხბურთელის ტრანსფერი დახურულია.
“ბარსელონას” კარასკოს უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს. რაც შეეხება პავარს – ის ზაფხულში, დიდი ალბათობით, სხვა კლუბში გადავა, ერთ-ერთი ვარიანტი კი სწორედ “ბარსაა”.




პავარი უფასოდ კარგი მგონია.
კრეატული ფლანგი გვჭირდება აუცილებლად. დემბელეს გარეშე შეტევაში კრეატივი არ არის.
პავარმა რაც პსჟსთან ითამაშა რავი ძმაო,,მოიყვანეთ
პავარი აქ არ დავინახო.
რა პავარი ხალხოო