workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალეხანდრო ბალდე: ბავშვობაში მცველობა არ მომწონდა

“ბარსელონას” მარცხენა მცველმა, ალეხანდრო ბალდემ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. 

ბოლო 1 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. მაშინ ხან სარეზერვო გუნდში ვიყავი, ხან კი – პირველში. ახლა კი ძალიან კომფორტულად ვარ. ადაპტაცია კარგად გავიარე. უკვე ვგრძნობ, რომ გასახდელი ოთახის ნაწილი ვარ.

ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, როგორც ადრე, მაგრამ როცა ქუჩაში დავდივარ, ხალხი მცნობს და ეს დიდად არ მომწონს.

პირველი გუნდიც ისეთივე ფეხბურთს თამაშობს, როგორსაც “ბარსა ატლეტიკი” – განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ აქ უფრო მაღალი დონე და ბევრად დიდი წნეხია.

მატჩების შემდეგ ყოველთვის ვფიქრობ, რისი გაკეთება შემეძლო უკეთ. ტელეფონში ვიდეოებს ვუყურებ და ვაანალიზებ, რაში უნდა მოვუმატო. თუ კარგი მატჩი ჩავატარეთ, იმ კომპონენტებზე ვფიქრობ, რისი გაუმჯობესებაც შემიძლია.

ზოგიერთი მოქმედება ძალიან მომწონს და ზოგჯერ ვფიქრობ: “ვაუ, ძალიან სწრაფი ვარ”, მაგრამ პროგრესზე ყოველთვის ვფიქრობ. 

ვარჯიშებზე დემბელესთან დაპირისპირება?  მის წინააღმდეგ თავის დაცვა ძალიან რთულია. არასდროს იცი, მარჯვნივ წავა თუ მარცხნივ, ის ძალიან სწრაფია.

რომელია უფრო სწრაფი? მოკლე დისტანციაზე, ალბათ, მე, არ ვიცი. მაგრამ, სივრცეში ის უფრო ჩქარია. საბოლოო ჯამში, ვერ გეტყვით! (იცინის)

ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც მითამაშია? ფედე ვალვერდე.

როცა “ბარსამ” გამიფორმა, ცენტრფორვარდად და გარემარბად ვთამაშობდი. მაშინ არ მინდოდა, რომ ფლანგის მცველი ვყოფილიყავი – ამ პოზიციაზე თამაში რამდენჯერმე მომიწია და არ მომეწონა.

შემდეგ მარცხენა მცველობას შევეჩვიე. თავს კომფორტულად ვგრძნობ და შემიძლია, ჩემი უნარები გამოვიყენო.

დაცვაზე მეტად შეტევა მომწონს. მართალია, რომ დაცვას დიდ მნიშვნელობას არასდროს ვანიჭებდი. მაგრამ, “ბარსა ატლეტიკსა” და პირველ გუნდში მითხრეს, რომ ამ ასპექტისთვის უნდა მიმეხედა.

როცა უფრო პატარა ვიყავი, სისწრაფის ხარჯზე ჩემი ასაკის მეტოქეების შეჩერება კარგად შემეძლო. მაგრამ ახლა ჩემი მოწინააღმდეგეები პატარები აღარ არიან და პროგრესი უნდა განვიცადო.

ჩავი მეუბნება, რომ საკუთარი თავი ვიყო და ის ვაკეთო, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი. მწვრთნელი მირჩევს, რომ ერთი-ერთზე თამამი და გაბედული ვიყო.

სად ვითამაშებდი ჩემი სტილიდან გამომდინარე? ბევრ გუნდში… “ბაიერნში” ფლანგის მცველები წინ გიჟივით მიდიან, პრემიერ ლიგაში ამ პოზიციის ფეხბურთელები ბევრს უტევენ. 

ჩემი კუმირი ჟორდი ალბაა. მას თვალს ყოველთვის ვადევნებდი, რადგან ჩემი პოზიციის მოთამაშეა.

პაბლო ტორეს, ანსუს, გავის, პედრის, რაფინიასა და კესიეს ძალიან დავუახლოვდი… თითქმის ყველას.

ჯერ მხოლოდ 1 ტიტული მოვიგე და ყოველთვის ვამბობთ: “მოდით, ვნახოთ, ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგება თუ შეგვიძლია.” მუშაობა უნდა განვაგრძოთ.

ვფიქრობ, რაც ჩემპიონთა ლიგაზე მოხდა, მძიმე დარტყმა იყო, მაგრამ ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავდა, რომელთაც ადაპტაცია ჯერ გავლილი არ ჰქონდათ. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა.

ამჟამად ევროპა ლიგაზე ვართ. ეს დიდი ტურნირია და მის მოსაგებად ვიბრძოლებთ.

“მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი გველის. ეს შეხვედრა უნდა მოვიგოთ. 

ჩვენი მიზანი ყველაფრის მოგებაა. 

მე და ჩემი მშობლები ყოველთვის “ბარსას” ქომაგები ვიყავით. პირველ გუნდში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ეს ყველაფერი თითქოს 2 დღის წინ იყო, მაგრამ უკვე აქ ვარ. მე ერთი-ერთი კულე ვარ.

დებიუტი? ყველაფერი სწრაფად მოხდა. 17 წლის ვიყავი, ძალიან ახალგაზრდა… მაგრამ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ.

ვიმედოვნებ, “ბარსელონაში” დიდი ხანი დავრჩები.

კონტრაქტის გახანგრძლივება? ჟორჟე მენდეში ჟოან ლაპორტას შეხვდა… ჩემი მიზანი დარჩენაა, მაგრამ არ ვიცი, მომავალში რა მოხდება. ყველაფერი ჩემი აგენტის ხელშია – მას ვენდობი და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.

– განაცხადა ალექს ბალდემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (27)

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 16 თებ 2023, 01:12

    ციტატა: Tamo

    ციტატა: ♠️spookify♠️

    ციტატა: Tamo

    ციტატა: ♠️spookify♠️

    ციტატა: Iniesta_8
    მაგრად უმართლებს ბაიერნს, ჯერ რა გოლი გაიტანეს, მერე რამდენჯერ გადარჩნენ გოლს. არაფერი არაა დამთავრებული ამ დაპირისპირებაში. მესი და მბაპე ტრავმიდან ახალი დაბრუნებული არიან, მეორე თამაშში სხვა ყომარი წავა. ბაიერნი ბევრად უკეთაა შეთანაშებული თორემ სხვა არაფრით ჯობიან.

    Bayern aris grandi,romelic tamashobs umaglesi donis fexburts,psg ari sashualo donis gundi sadac arc motivacia aqvt,arc siyvaruli da arc pativiscema grandebis naxevaric ki. Munichshi chaadzovebs bayern uaresad. Mase danaklisit tamashobda bayernic,bolo 10 wuti iyomara psgm. Ra gi gaitana kiara ra ver gaitana,kide didi sxvaobit unda moegot.

    გრანდია თუ არა მაგას რა მნიშვნელობა აქვს,ეგრე ბარსელონაც გრანდად ითვლება ბაიერნთან ერთად და რამდენჯერაც შეგვხვდა იმდენჯერ კაი ნაბეგვი ბავშვებივით გამოგვყარა უჩლდან,ბარსელონაში ხო აქვთ სიყვარული 7-0ებს 8-2ებს როგორ აგებდნენ…ჰოდა ახლა არაა ფორმაში პსჟ,მეორე თამაში სულ სხვანაირი იქნება..უამრავი პრობლემა შეექმნა ამ ბოლო პერიოდში გუნდს…ჰოდა მთლად ეგრე მარტივად ნუ იტყვი,არ გამიკვირდება მეორე თამაშში ბურთი თავზე რო დაახიონ…სადაა მაგ ნემენცების საბლატაო

    Nemcemis sablatao yvela droshi,yvela sportshi, xelovnebis yvela dargshi da vafsheee yvelafershi iyo rac saertashoriso arenaze govidnen. Mere meore chven krizisi gvqonda da 10-15 weliwadshi ertxel kvela gunds aqvs egeti krizisi,rac gasakviri sul araa,bayerns ro hqonda chavardna xan chven vaxevdit burts tavze,xan milan,xan vin da xan vin. Eg grandebshi mosuli temaa. Mara psg arc grandi yofila da arc umaglesi donis fexburti utamashia ro tqva ro ui exla aqvt chavardna. Chavardna tore magati agmasvla vis undaxavs magat gundobas gavartyi me. Reali/bayern/psg yvelazeetad mdzuls fexburtshi mara obieqturad bayernis logod ar girs psg,arc dges da arc istoriulad.barcelona(c) da itvleba kiara barcelona ari grand. Psg sashualo donis gundi dzalian dabali donis istoriit. Dgesac stabilurad sashualo donis fexburts tamashobs wlebia

    ანუ კლუბში მესი მბაპე და ნეიმარი რო გყავს გრანდი არ ხარ?გასაგებია რო ვერ იტან კონკრეტულ კლუბს როგორც წეღან თქვი,მაგრამ მთლად ასეც არ გინდა😂😂

    Moica romelime konkretuli fexburtelis gundshi yola grandobas rodis mere nishnavs?? Mase baggio fiorentinashi da viscencashi tamashobda mara grandebi iyvnen? Vafshee arafer shuashi araa eg. Me ro gundi mdzuls eg imas ar nishnavs ro sakitxis obieqturad shefaseba ar shemidzlia. Mase bayernic mdzuls metqi vtqvi da mashin rato vambob ro is grandia. Psg grandi arc arasdros yofila da ager geubnebi d amoveswrebit me da shen ro verc verasdros iqneba chven sicocxleshi. Franguli fexburtis grandic bolo wlebia tu gaxda egaa sakitxavi.

  • Tamo
    schedule 15 თებ 2023, 15:21

    ციტატა: nika 54
    სტატია ბალდეზეა და ყველა მესიზე ლაპარაკობს, ერთ დროს მახსოვს როცა მესის კარგი ამბები ქონდა ვიღაცეებს არ მოსწონდათ. რა უნდა ბარსამანიაზე პსჟ-ს ფეხბურთელსო. ეხლა შეიცვალა სიტუაცია? თუ გიხარიათ მესის წარუმატებლობა ერთ კონკრეტულ მატჩში. ვინც არ იცით ეს პსჟ-ს ზედიზედ მესამე წაგებაა რაც 20 წელია არ მომხდარა. წინა ტურებში მესისც და მბაპეც ტრავმირებული იყვნენ. გააკეთეთ ანალიზი ხალხო. რა მესის ბრალია ან კიდევ ერთხელ რა ჩვენი საქმეა.

    აქ ბევრს ბოღმა ახრჩობს აშკარად და ჯერ ვერ ვხვდები რადა ან ტვინს ძალას არ ატანენ.ავიწყდებათ ვინ ათრევდა ამათ ბარსას წლები ზურგით,თავის დროზე მეფეს ეძახდნენ ეხლა კიდე რავიცი რაღას აღარ აკადრებენ და ვერც ხვდებიან თავიანთ თავებს რო უვლიან ზედ…ამათ კომენტარებზე სულ მადრიდისტები მახსენდებიან რონალდო რო წავიდა რა დღეში იყვნენ,უტრიალებდნენ ყველაფერს, და მერე კიდე დაწერენ მადრიდელებს ნუ დავემსგავსებითო…მოკლედ რაა ნელ ნელა ვრწმუნდები დაჟე ადრე უნდა წასულიყო ეგ ამ კლუბიდან იქნება მართლა უფრო ბევრისთ ის მიეღწია…..ვის აკლავ შვილო თავს რად გიღირს

  • nika 54
    schedule 15 თებ 2023, 15:10

    სტატია ბალდეზეა და ყველა მესიზე ლაპარაკობს, ერთ დროს მახსოვს როცა მესის კარგი ამბები ქონდა ვიღაცეებს არ მოსწონდათ. რა უნდა ბარსამანიაზე პსჟ-ს ფეხბურთელსო. ეხლა შეიცვალა სიტუაცია? თუ გიხარიათ მესის წარუმატებლობა ერთ კონკრეტულ მატჩში. ვინც არ იცით ეს პსჟ-ს ზედიზედ მესამე წაგებაა რაც 20 წელია არ მომხდარა. წინა ტურებში მესისც და მბაპეც ტრავმირებული იყვნენ. გააკეთეთ ანალიზი ხალხო. რა მესის ბრალია ან კიდევ ერთხელ რა ჩვენი საქმეა.

  • ფრედი
    schedule 15 თებ 2023, 13:03

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: ფრედი
    მესი ისევ კვახად გადაიქცა. ####ში ცეცხლი თუ არ დაუნთე და არ შემოუძახე, ისე ფეხს არ გაანძრევს. გოათი არის, მაგრამ მაგარი რთული რამ არის მესისთვის მოტივაციის მიცემა. ბარსაშიც ეგრე იყო ბოლო წლები. უმოტივაციოდ დადიოდა. 👌

    მერე რომ ვიძახი ცუდი ხასიათისაა ეგრედწოდებული ჩაჯმული მენტალობა აქვს მეთქი რას ამბობ რაის ხასიათიო… არგენტინაში სანამ არ შეიკრა ტრენერიანად გუნდი და არ დაემგვანა რამეს მანამდე კარიერის დასრულებასაც კი ფიქრობდა და თუ სწორედ მახსოვს იყო პერიოდი როცა სანაკრებო მიატოვა და მერე დაბრუნდა ისევ… რონალდოსთან ის განსხვავებაა რომ ის მუდამ მოტივზეა და გუნდ რომ არაფერი გამოსდის ის მაინც ბრძოლობს ზიზუს დროს ლიგები ვინ მოაგებინა აბა რომ არა რონალდუ ზიდანი ერთი ჩვეულებრივი ტრენერი იქნებოდა

    მიატოვა რომელია :დდდდდდ მიატოვა და თან არაერთხელ მიატოვა ნაკრები 😁😁😁

  • CHEPE
    schedule 15 თებ 2023, 11:23

    ციტატა: ფრედი
    მესი ისევ კვახად გადაიქცა. ####ში ცეცხლი თუ არ დაუნთე და არ შემოუძახე, ისე ფეხს არ გაანძრევს. გოათი არის, მაგრამ მაგარი რთული რამ არის მესისთვის მოტივაციის მიცემა. ბარსაშიც ეგრე იყო ბოლო წლები. უმოტივაციოდ დადიოდა. 👌

    მერე რომ ვიძახი ცუდი ხასიათისაა ეგრედწოდებული ჩაჯმული მენტალობა აქვს მეთქი რას ამბობ რაის ხასიათიო… არგენტინაში სანამ არ შეიკრა ტრენერიანად გუნდი და არ დაემგვანა რამეს მანამდე კარიერის დასრულებასაც კი ფიქრობდა და თუ სწორედ მახსოვს იყო პერიოდი როცა სანაკრებო მიატოვა და მერე დაბრუნდა ისევ… რონალდოსთან ის განსხვავებაა რომ ის მუდამ მოტივზეა და გუნდ რომ არაფერი გამოსდის ის მაინც ბრძოლობს ზიზუს დროს ლიგები ვინ მოაგებინა აბა რომ არა რონალდუ ზიდანი ერთი ჩვეულებრივი ტრენერი იქნებოდა

  • Tamo
    schedule 15 თებ 2023, 10:19

    ციტატა: ♠️spookify♠️

    ციტატა: Tamo

    ციტატა: ♠️spookify♠️

    ციტატა: Iniesta_8
    მაგრად უმართლებს ბაიერნს, ჯერ რა გოლი გაიტანეს, მერე რამდენჯერ გადარჩნენ გოლს. არაფერი არაა დამთავრებული ამ დაპირისპირებაში. მესი და მბაპე ტრავმიდან ახალი დაბრუნებული არიან, მეორე თამაშში სხვა ყომარი წავა. ბაიერნი ბევრად უკეთაა შეთანაშებული თორემ სხვა არაფრით ჯობიან.

    Bayern aris grandi,romelic tamashobs umaglesi donis fexburts,psg ari sashualo donis gundi sadac arc motivacia aqvt,arc siyvaruli da arc pativiscema grandebis naxevaric ki. Munichshi chaadzovebs bayern uaresad. Mase danaklisit tamashobda bayernic,bolo 10 wuti iyomara psgm. Ra gi gaitana kiara ra ver gaitana,kide didi sxvaobit unda moegot.

    გრანდია თუ არა მაგას რა მნიშვნელობა აქვს,ეგრე ბარსელონაც გრანდად ითვლება ბაიერნთან ერთად და რამდენჯერაც შეგვხვდა იმდენჯერ კაი ნაბეგვი ბავშვებივით გამოგვყარა უჩლდან,ბარსელონაში ხო აქვთ სიყვარული 7-0ებს 8-2ებს როგორ აგებდნენ…ჰოდა ახლა არაა ფორმაში პსჟ,მეორე თამაში სულ სხვანაირი იქნება..უამრავი პრობლემა შეექმნა ამ ბოლო პერიოდში გუნდს…ჰოდა მთლად ეგრე მარტივად ნუ იტყვი,არ გამიკვირდება მეორე თამაშში ბურთი თავზე რო დაახიონ…სადაა მაგ ნემენცების საბლატაო

    Nemcemis sablatao yvela droshi,yvela sportshi, xelovnebis yvela dargshi da vafsheee yvelafershi iyo rac saertashoriso arenaze govidnen. Mere meore chven krizisi gvqonda da 10-15 weliwadshi ertxel kvela gunds aqvs egeti krizisi,rac gasakviri sul araa,bayerns ro hqonda chavardna xan chven vaxevdit burts tavze,xan milan,xan vin da xan vin. Eg grandebshi mosuli temaa. Mara psg arc grandi yofila da arc umaglesi donis fexburti utamashia ro tqva ro ui exla aqvt chavardna. Chavardna tore magati agmasvla vis undaxavs magat gundobas gavartyi me. Reali/bayern/psg yvelazeetad mdzuls fexburtshi mara obieqturad bayernis logod ar girs psg,arc dges da arc istoriulad.barcelona(c) da itvleba kiara barcelona ari grand. Psg sashualo donis gundi dzalian dabali donis istoriit. Dgesac stabilurad sashualo donis fexburts tamashobs wlebia

    ანუ კლუბში მესი მბაპე და ნეიმარი რო გყავს გრანდი არ ხარ?გასაგებია რო ვერ იტან კონკრეტულ კლუბს როგორც წეღან თქვი,მაგრამ მთლად ასეც არ გინდა😂😂

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 15 თებ 2023, 02:15