workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას დაცვა რეკორდის ზღვარზე

ბარსელონას დაცვა რეკორდის ზღვარზე

მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” დაცვას ლა ლიგის ლიდერობაში დიდი წვლილი მიუძღვის – გუნდს 21 ტურის შემდეგ მხოლოდ 7 გოლი აქვს გაშვებული და რეკორდის ზღვარზე იმყოფება.

სეზონის სტარტზე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს არაერთი სეივის განხორციელება უწევდა, რათა გუნდი გოლისგან ეხსნა, მაგრამ კუნდე-არაუხო-კრისტენსენი-ბალდეს ოთხეულის ჩამოყალიბების შემდეგ, “ბარსას” უკანახაზი სოლიდურად გამოიყურება.

“ბარსელონა” მატჩში საშუალოდ მხოლოდ 0.33 გოლს უშვებს, რაც ლა კორუნიის “დეპორტივოს” მიერ 1993/94 წლების სეზონში დაფიქსირებული შედეგის იდენტურია. მაშინ “დეპორტმა” 22-ე ტურში 0-2 წააგო, რაც ნიშნავს, რომ “კადისთან” 2 გოლზე ნაკლების გაშვების შემთხვევაში “ბარსა” რეკორდსმენი გახდება.

საქმე ისაა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, 22 მატჩის შემდეგ 8 გოლზე ცოტა არავის გაუშვია. შესაბამისად, ამ შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი და ბალდე ლა ლიგის ისტორიაში შევლენ.

ზოგადად, სეზონში ყველაზე ცოტა გაშვებული გოლის რეკორდი სწორედ “დეპორტივოსა” (1993-94) და მადრიდის “ატლეტიკოს” (2015/16) ეკუთვნით – ორივე მათგანმა სეზონი მხოლოდ 18 გაშვებული გოლით (საშუალოდ 0.47 გოლი მატჩში) დაასრულა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 15 თებ 2023, 15:26

    ეს კარგი რეკორდია და ძალიან გამეხარდება, მაგრამ ათასჯერ უფრო გამეხარდება ლიგა რო დადონ თასთან ერთად და რეალს სამივე დარჩენილი კლასიკო მოუგონ.

  • DesmondHume
    schedule 15 თებ 2023, 00:59

    ციტატა: NEYBarca
    მაინც მგონია რო კუნდე არაუხოს დუეტი უნდა იყოს ცენტრში და ვინმე კაი შემტევი მარჯვენა მცველია დასათრევი თორე კუნდე შეტევაში მოიკოჭლებს, ნუ პასებს კი აკეთებს და კარგადაც ეხსნება ხან რაფინიას, ხან პედრის მარა სისწრაფე არ ყოფნის და ტანჯულობსავით როცა ვუყურებ მის სირბილს. ჯობს კრისტენსენი გაიყიდოს და მაგ ფულით მარჯვენა მცველი მოიყვანონ ტოპ დონე. კრისტენენის ადგილი ნდიკათი ამოავსონ და ეგაა.


    კრისტენსენს არ უნდა შეეხონ, მარჯვენა მცველის ფული ნება იბოძონ და სხვა ხალხის გაშვებით დაითრიონ, ან ხულიან არაუხო მოიყვანონ და განავითარონ ბოლომდე. უფასოდ პავარის დამატების ალტერნატივაცაა. ნდიკა ყველა ვარიანტში მოსაყვანია, კაი ბიჭი ჩანს

  • NEYBarca
    schedule 14 თებ 2023, 23:28

    მაინც მგონია რო კუნდე არაუხოს დუეტი უნდა იყოს ცენტრში და ვინმე კაი შემტევი მარჯვენა მცველია დასათრევი თორე კუნდე შეტევაში მოიკოჭლებს, ნუ პასებს კი აკეთებს და კარგადაც ეხსნება ხან რაფინიას, ხან პედრის მარა სისწრაფე არ ყოფნის და ტანჯულობსავით როცა ვუყურებ მის სირბილს. ჯობს კრისტენსენი გაიყიდოს და მაგ ფულით მარჯვენა მცველი მოიყვანონ ტოპ დონე. კრისტენენის ადგილი ნდიკათი ამოავსონ და ეგაა.

  • Rick Sanchez
    schedule 14 თებ 2023, 23:10

    მგონი კუნდე აღარ მეცოდება მარჯვენა მცველად

  • Magician
    schedule 14 თებ 2023, 21:10

    თუ გუნდი ტრავმებმა არ დატანჯა, ეს რეკორდიც მოიხსნება და დარჩენილ ტურებში 11 გოლი არ უნდა გაუშვან <3

  • ბაჩი-8
    schedule 14 თებ 2023, 21:00

    კუნდე თუ გაგიჟდა მარჯვნივ ეს ოთხეული აუცილებლად ხელშეუხებელი უნდა იყოს.ტიპები ცხოველები არიან არაუხო საერთოდ სხვაგანაა 🙃:)))ამ საიტის მომხმარებლის 99% არ ეჯერა კრისტენსენის ჩემი ჩათვლით არა და რა კარგი ბიჭი ყოფილა🙃

  • Maestro 6
    schedule 14 თებ 2023, 20:28

    უნდა მოიხსნას რეკორდება, ძაან მაგარია როცა საიმედო დაცვა გყავს❤