”ბარსელონას” დირექტორთა საბჭოს წევრი, ტონი ფრეიშა თვლის, რომ ”Qatar Foundation”-ის წყალობით ”ბარსას” ექნება საუკეთესო კონტრაქტი, ვიდრე სხვა რომელიმე კლუბს.
ტონი ფრეიშა გაკვირვებულია ”ბარსას” ყოფილი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას რეაქციით და შეგვახსენა, რომ მას ხმის მიცემის საშუალება აქვს: ”ჩვენ ვაფასებთ ყოფილ პრეზიდენტებს” – განაცხადა ფრეიშამ. ”მე მაკვირვებს ლაპორტას რეაქცია და მისი წერილი. არ ვიცი რა სურს მას. ის ერთ წელზე მეტია პრეზიდენტი აღარ არის” – დაამატა მან.
ფრეიშამ გააგრძელა: ”ლაპორტამ ეს წერილი რაღაც განზრახვით დაწერა. მას ხმის მიცემის უფლება აქვს. თუკი ის მოვა კარგი იქნება, მას თბილად მივიღებთ. ”ბარსა” არ უნდა შევიდეს დისკუსიებში. ჩვენ ვამაყობთ კლუბით, ჩვენი სოსიოებით და ფეხბურთელებით”.
რაც შეეხება ”Qatar Foundation”-ს, მან აღნიშნა: ”ჩვენი ვალი 500 მილიონ ევროს შეადგენდა. მოგვეცა შანსი მოვაწეროთ ისეთი კონტრაქტი, რომელსაც სხვა კლუბი ვერ მოაწერს. მივიღოთ 5 წელში 165 მილიონი ევრო. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია და ამ გადაწყვეტილებას ასამბლეაზე დავიცავთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ბოლო სიტყვას სოსიოებს ვაძლევთ”.
