workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ

ჩავი: სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ

ჩავი ერნანდესმა “რეალ ბეტისის” დამარცხების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ვფიქრობ, დღეს სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ. თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ. “ჟირონასთან” მატჩთან შედარებით ბევრად უკეთ ვიასპარეზეთ. გადამწყვეტი იყო, რომ ბურთი არ დაგვეკარგა და ეს მინიმუმამდე შევამცირეთ. დასაწყისიდან მატჩის ბოლომდე ვდომინირებდით.
რაფინიას საკმარისად არ აფასებენ, მაგრამ ჩვენთვის ის ძალიან მნიშვნელოვანია. მან არა მხოლოდ გოლი გაიტანა, არამედ დაცვაშიც ბევრი იმუშავა.
რაც მე მინახავს, ანდრეს ინიესტა ესპანური ფეხბურთის უდიდესი ტალანტია, მაგრამ პედრი მას ძალიან ჰგავს.
ბალდე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს, მას შეტევაშიც და დაცვაშიც დიდი პოტენციალი აქვს, რაც ბოლომდე უნდა გამოიყენოს.
გავის 6-ნომრიანი მაისურით ხილვა მაბედნიერებს, რადგან ადრე მას მე ვატარებდი. ვფიქრობ, გავი მას დიდი ხნის განმავლობაში ატარებს.
ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა, მაგრამ ჯერ მხოლოდ 19 თამაში ჩავატარეთ, მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არაჩვეულებრივია. ჩვენ მხოლოდ “სანტიაგო ბერნაბეუზე” წავაგეთ, თუმცა გზა ძალიან გრძელია. 
როდესაც 4 ნახევარმცველი გყავს, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ, დომინირება შეგიძლია.
ლევანდოვსკი მაღალი დონის თავდამსხმელია, რომელიც ყოველთვის განსხვავებას ქმნის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (22)

  • I N I E S T A 8
    schedule 03 თებ 2023, 02:54

    ეს კაცი უეჭველი კაიფობს (რაფინია) 😘😁😀

  • რაფინია
    schedule 02 თებ 2023, 17:31

    ციტატა: nika 54
    არვიცი მაინც რაფინიამ რა გააკეთა იმ გოლს ვინც არ უნდა ყოფილიყო არ კი არა ვერ გამაზავდა. ერთადერთი მიღწევად შეიძლება ბოლოდროის 4 კაციანი ნახევარდაცვა დავასახელოთ, ბუკეტსის ნიჭი, გამოცდილება და ახალგაზრდების შემართება.
    კლასიკოს თუ მოვიგებთ ჩემპიონები ვართ.


    თითქმის ყოველ კომენტარში რაფინიას ლანძღავ. მესისაც არაერთი თამაში ჩაუგდია ეგრე, მაგრამ არ დაგიწყიათ მაგის ლანძღვა.