Goal.Com-თან მიცემულ ინტერვიუში, ”სერია ა–ს” ვარსკვლავმა, ედინსონ კავანიმ დიდი მადლობა გადუხადა ”ბარსას” თავკაცს, პეპ გვარდიოლას.
”მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პეპ გვარდიოლას. ძალიან მისაღებია, რომ ის ჩემით არის დაინტერესებული, მაგრამ არანაირი ”ბარსაში” გადასვლა მე გეგმაში არ მაქვს. ეს ყველაფერი მაინც ”ნაპოლის” ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული“.
24 წლის ურუგვაელმა, უკვე ”ნაპოლისთან” ერთად დიდ წარმატებას მიაღწია. ჩემპიონატში უკვე მის ანგარიშზე 3 გოლია. ”ჩვენ სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ. ”ნაპოლის” ბევრი შეუძლია და ამას მალე დაამტკიცებს. ჩვენ არცერთ გუნდს არაფრით ჩამოუვარდებით. აქ მე კარგად ვგრძნობ თავს და ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ”.



