workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერიკ გარსიას კომენტარი ხეტაფესთან მატჩის შემდეგ

ერიკ გარსიას კომენტარი ხეტაფესთან მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ერიკ გარსიამ “ხეტაფესთან” მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ხეტაფე” რთული მეტოქეა. ვიცოდით, რომ მათ კარგი დაცვა ჰყავთ და სივრცეებს არ დაგვიტოვებდნენ. ასეთი მეტოქის წინააღმდეგ მეორე გოლს თუ არ გაიტან, გაგიჭირდება.

როდესაც “ბარსაში” თამაშობ, ყველაფრის მოგება მოგეთხოვება. ეს სასიამოვნო გამოწვევაა. ჩვენ კარგი შემადგენლობა გვყავს, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და კარგ ფეხბურთს თამაშობს. ასე უნდა გავაგრძელოთ, რათა სეზონის ბოლოს უფრო მეტი რამ აღვნიშნოთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nikusha
    schedule 23 იან 2023, 13:57

    გარსია მეოთხე მცველის კვალობაზე ცუდი არაა

  • nika 54
    schedule 23 იან 2023, 13:32

    "ხეტაფე" რთული მეტოქეა. ვიცოდით, რომ მათ კარგი დაცვა ჰყავთ და სივრცეებს არ დაგვიტოვებდნენ. ასეთი მეტოქის წინააღმდეგ მეორე გოლს თუ არ გაიტან, გაგიჭირდება.
    მერე რატო არ გაიტანეთ, ასე უკან გორებით გოლებს ვერ შეყრით გაიგეთ. ობამას გაშვება იყო დიდი სისულელე, ეგ ფატისაც ჯობდა, ტორესსაც, რაფინიასაც და დემბელესაც.

  • Maestro 6
    schedule 23 იან 2023, 02:10

    ანუ გარსია ან ბარსაში რატოა ან საერთოდ ცენტრალური მცველი რატოა? ტიპი მცველია და პასები და ბურთის ამოტანა არის მისი საუკეთესო თვისება, გამაოგნებელია🤷‍♂️

  • Bakero
    schedule 23 იან 2023, 01:59

    ციტატა: Albicelecte
    იქნებ იყოს ისე, რომ რეალმა კარგად ითამაშოს და 3 ქულა გაანიავიოს, შემდეგი ვისთან აქვთ?


    ჯერ ატლეტიკოსთან აქვთ თასზე თამაში სახლში (27) მერე ლა ლიგაში რეალ სოსიედადს იღებენ სახლში (30) და მერე ისევ ლა ლიგა ვალენსიასთან ისევ სახლში (3 თებერვალი)

  • Albicelecte
    schedule 23 იან 2023, 01:51

    იქნებ იყოს ისე, რომ რეალმა კარგად ითამაშოს და 3 ქულა გაანიავიოს, შემდეგი ვისთან აქვთ?

  • Moriba
    schedule 23 იან 2023, 01:47

    ეს რეალი რა იღბალაა დაახია ბილბაომ ბურთი თავზე