workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი ხეტაფესთან მოგების შემდეგ

ჩავი ერნანდესი ხეტაფესთან მოგების შემდეგ

ჩავი ერნანდესმა “ხეტაფეს” დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

კარგი თამაში არ გვქონია. კარი მშრალად შევინახეთ, მაგრამ უკეთ უნდა გვეთამაშა. სახლში უკეთესად უნდა ვიასპარეზოთ. ვფიქრობ, მენტალური გადაღლა შესამჩნევია.

ანსუ ფატის კარგი თამაში ჰქონდა. ჩვენ ბევრი შანსი ვერ შევქმენით, რადგან “ხეტაფე” მთელი გუნდით საჯარიმოში იდგა.
ბალდემ კარგად ითამაშა. ის თავს მშვენივრად გრძნობს, ალბა ტაქტიკური გადანაცვლების გამო შემოვიყვანეთ. გვინდოდა, ის ნახევარდაცვას მიხმარებოდა.
კრისტენსენმა მცირე დისკომფორტი იგრძნო, მაგრამ ვფიქრობ, ის შემდეგი მატჩისთვის მზად იქნება.
ვარჩიეთ, არაუხო და დე იონგი დაგვესვენებინა.
ხალხმა არასწორად გაიგო, რაც დანი ალვესზე ვთქვი. მე მსხვერპლები არ მიხსენებია. მსგავსი ქმედება უნდა დაისაჯოს, განურჩევლად იმისა, დანი ჩაიდენს მას თუ ნებისმიერი სხვა. მინდა, დაზარალებულს მოვუბოდიშო და მხარდაჭერა გამოვუცხადო. მესმის, რომ მათ საუკეთესო პერიოდი არ უდგათ. ამის გამო ვწუხვარ.
“ხეტაფე” კარგად გამოიყურებოდა. ჩვენ პირველ ნახევარში კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ მეორე ტაიმში იგივე არ გამოგვივიდა.
ჩვენ ტერ შტეგენის საუკეთესო ვერსიას ვუყურებთ. მარკის გამო ბედნიერი ვარ, რადგან მას ყოველთვის მხარს ვუჭერდი. ის ლიდერია და გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს. ტერ შტეგენის მსგავსი ფეხბურთელის ყოლა, რომელიც მატჩს მოგაგებინებს, ძალიან მნიშვნელოვანია.
ასეთი თამაშების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. 
მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ თამაშების დიდი ნაწილი დღევანდელზე ბევრად უკეთესი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ “ბარსას” კარგ ვერსიას ვუახლოვდებით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • nika 54
    schedule 23 იან 2023, 13:32

    ანსუ ფატის კარგი თამაში ჰქონდა.
    ეს გვეღადავება?

  • Barca8
    schedule 23 იან 2023, 10:18

    10 დღეში 4 თამაში გუნდი აშკარად გადაიღალა ძალიან კარგი შედეგია ჩემი აზრით

  • CHEPE
    schedule 23 იან 2023, 10:17

    რთული თამაშები რომ გავიარეთ რა კარგი იყო პირველივე ტაიმში ვგუდავდით მეტოქეს 3 გოლით მერე რომ აზრი არქონდა თამაშს და ეხლა კიდე 1 ბურთს ვუფრხილდებით და შანსია ის რომ ესპანიოლივით ვიღაცა ჩაუდებს ბოლოსკენ მაინც

  • Don_Andresito
    schedule 23 იან 2023, 02:52

    ესეთI თამაშები მაინც იქნება, არც ჩავის მოწონს ეს, მარა სხვა გზა არაა, გასაგებია როცა უნდათ შეიძლიათ მაგარი პრესინგი და გოლიც მარა ფატი როა შეტევაში რა გინდა რო ქნა. იასნა არ დაასხა, მენტალურად ისედაც დანგრეულია ტიპი, ათასში ერთხელ ისვრის და დალშე სულ შარვალში ისვრის. ამაზე ახლა დასხმა ვაფშე საშინელება იქნებოდა. რეალის მერე გუნდი მაგრად დაიღალა, იქ დატოვეს მთელი ენერგია, პლიუს მგზავრობა. აბა შეადარეთ ბუსკეცი რეალთან და დღეს აქ. თუნდაც პედრი, გოლის მიუხედავად საშინელება იყო. მოკლედ რახან ავიღეთ 3 ქულა ჯანდაბას. ჟირონასთან მაგრად გაგვიჭირდება. კერკეტი გუნდია. აი იქაც თუ გავძვერით მერე ლევაც დაბრუნდება და ეგ კაცი მაგრად გააადვილებს საქმეებს. აბა სად ფატი და სად ლევას კლასი

  • Chico
    schedule 23 იან 2023, 01:21

    კი ბატონო! გეთანხმებით, დიდ პატივს გცემთ და მხარს გიჭერთ, მაგრამ, პედრის ნათქვამს გავიმეორებ, ისწავლეთ თამაშის მოკვლა. ცოტა შეცვალე მიდგომა და პირველ ტაიმში ორი გოლი მაინც შეაგდეთ, გაქვთ ამის საშუალება და უნარი და მეორე ტაიმი ითამაშეთ სიტუაციის მიხედვით.
    გუნდი რომ შეტევას თამაშობს და პრესინგს აყენებს, ვერც ერთი გუნდი ვერ უძლებს თქვენ დაწოლას, გამოიყენეთ ეს მომენტი და პირველ ტაიმში შექმენით გუნდისთვის სახარბიელო პოზიცია.
    გვჯერა შენი და დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში ამ პრობლემას მოაგვარებთ.
    ლა ლიგა უნდა მოვიგოთ!!!!

  • me da barca
    schedule 23 იან 2023, 01:13

    ანსუ ფატის კარგი თამაში ჰქონდაო. ეტყობა მე სხვა თამაშს ვუყურე.

  • Clever liar
    schedule 23 იან 2023, 00:55

    ბეწვის ხიდზე ვიარეთ…

  • luka1017
    schedule 23 იან 2023, 00:19

    ერთადერთი რაც ამ თამაშში მომეწონა ტერ შტეგენი იყო, დანარჩენზე რა ვთქვა, კარგია რომ 3 ქულა ავიღეთ მარა სახლში ხეტაფესთან ესე არ უნდა ითამაშო…

  • გიო რგი
    schedule 23 იან 2023, 00:18

    მთავარია მოვიგეთ ახლა სოსიედადს უნდა მოვუგოთ.

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 23 იან 2023, 00:12

    ფატი ძირითადს არ უნდა გააკარო, სკამიდან უფრო კარგად შემოდი, ბოლო ნახევარი საათის კაცად იქცა სამწუხაროდ, შემტევები მოსაყვანი გვყავს აუცილებლად

  • nikusha
    schedule 23 იან 2023, 00:00

    კარგი ქნა დე იონგი და არაუხო რომ დაასვენა ]თან მცირე დისკომფორტი ჰქონდათ

    თU ჰქონდა თუ არადა დაასვენა უბრალოდ

    დაგვჭირდება ორივე სოსიედადთან

  • MSN G.O.A.T
    schedule 22 იან 2023, 23:58

    კი,გაიბრწყინა ფატიმ

  • BARC4ever
    schedule 22 იან 2023, 23:53

    ფატიზე იმედია ირონიით თქვა

  • Griezzy7
    schedule 22 იან 2023, 23:52

    ცალი ფეხით მოვიგეთ და კარგია. დასვენებულები შევხვდებით სოსიედადს

  • nikusha
    schedule 22 იან 2023, 23:52

    კრისტესტენს სერიოზული არაფერი არ უნდა ჰქონდეს წესით