ჩავი ერნანდესი სეუტასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი სეუტასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესმა “სეუტასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

მოედანზე ჩვენი უპირატესობა უნდა ვაჩვენოთ. ამაში “ინტერსიტისთან” მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება.
მემფისთან დაკავშირებით ახალი არაფერია. ის ჩვენი ფეხბურთელია და მას ვენდობი. დეპაი არაჩვეულებრივი პიროვნება და ძალიან კარგი პროფესიონალია.
ჩვენი კარგი პერიოდი გვაქვს, ძალიან კარგად ვთამაშობთ, რაც გასულ შეხვედრაშიც ვაჩვენეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ.
არაუხო დაისვენებს. მან დისკომფორტი იგრძნო, თუმცა ტრავმა არ მიუღია. 
რამდენიმე ფეხბურთელის გარდა, რომლებიც ზედმეტად გადაიღალნენ, განაცხადში ყველა მოხვდება.
გარსია ყოველთვის სასარგებლოა. მან კარგი თამაშები ჩაატარა, ერიკს ვენდობი. მას სათამაშო დრო ექნება, მიუხედავად იმისა, რომ მის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა.
გავი ბედნიერია. არ ვფიქრობ, რომ მისი კონტრაქტის გახანგრძლივება პრობლემური იქნება.
არ მინდა, რომ კლუბი ვინმემ დატოვოს. შემადგენლობით ბედნიერი ვარ. თუ ვინმეს წასვლა იმის გამო სურს, რომ ნაკლებს თამაშობს, ეს გასაგებია, მაგრამ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, არავის გავუშვებდი.
ალარკონი დღეს ჩვენთან ერთად ივარჯიშებს. შემდეგ გადავწყვეტთ, მოხვდება თუ არა ის განაცხადში.
დღეს მემფისს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით დაველაპარაკები. ვიცი, რომ მისთვის მარტივი სიტუაცია არაა, რადგან ცოტას თამაშობს. მაგრამ არ ვიცი, წასვლა უნდა თუ არა. 
ბელერინი სათამაშო დროს მიიღებს. შესაძლოა, ის იმდენს არ თამაშობდა, რამდენსაც მოელოდა, მაგრამ ამიერიდან ითამაშებს.
ლევანდოვსკის, რომელიც ლა ლიგაში დისკვალიფიცირებულია, ხვალ მნიშვნელოვანი როლი ექნება. მას მცირე დისკომფორტი ჰქონდა და ამაზე ვისაუბრებთ.
კრისტენსენი მორცხვი და ინტროვერტი ჩანს, მაგრამ მას გამორჩეული ინდივიდუალური თვისებები აქვს. ის სწრაფი და აგრესიულია, ბურთი კარგად ამოაქვს და საჰაერო ორთაბრძოლებში კარგად შედის. 
ბუსკეტსი საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა.
მე არაფერს ვმალავ. ეს “ბარსელონაა”, მინდა, გავიმარჯვოთ და გუნდმა თამაშით სიამოვნება მიიღოს. 
თუ ტიტულებს ვერ მოვიგებთ, მომკლავენ. ეს “ბარსაში” მოსვლის დღიდან ვიცოდი.
დე იონგი თავს კომფორტულად გრძნობს, მას დიდ თავისუფლებას ვაძლევთ. ის ძალიან მომწონს. ფრენკის ყველა თვისება აქვს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყოს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • DesmondHume
    19 იან 2023, 01:42

    ერთი ტიტული გაქვს უკვე აქტივში მაესტრო. სეზონის ბოლოს სამიც მივამატოთ და ეგაა

  • kanja
    18 იან 2023, 19:46

    არ გააფუჭო ყველაფერი… ფრთხილად იყავი…

  • Albicelecte
    18 იან 2023, 18:10

    ციტატა: nika 54
    მოედანზე ჩვენი უპირატესობა უნდა ვაჩვენოთ. ამაში "ინტერსიტისთან" მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება.
    კიდევ კაი მოვუგეთ ინტერსიტის, თორემ გამოცდილება ხო დაგვრჩებოდა ოხრად.


    ნუ ჰო, იყო ინტერის და სიტის გაერთიანებული ნაკრები, რომელიც დამარცხებულია;

    თუმცა მას მერე უხსენებელსაც ხომ წაჰკვეთა თავი ფინალში?

  • La Pulga10
    18 იან 2023, 17:55

    დაასვენოს კაცო ლევანდოვსკიც

  • nika 54
    18 იან 2023, 17:24

    მოედანზე ჩვენი უპირატესობა უნდა ვაჩვენოთ. ამაში "ინტერსიტისთან" მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება.
    კიდევ კაი მოვუგეთ ინტერსიტის, თორემ გამოცდილება ხო დაგვრჩებოდა ოხრად.