Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკისა და გავის განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.
“ბარსელონაში” მოსვლის დღიდან პოლონელმა 18 წლის ესპანელში დიდი პოტენციალი შენიშნა და მას მალევე დაუახლოვდა. რობერტი ახალგაზრდა თანაგუნდელს მნიშვნელოვან რჩევებსაც აძლევს. წყაროს ცნობით, ლევანდოვსკიმ გავის ურჩია, რომ ინგლისური ენა ისწავლოს, დაბალანსებული დიეტა დაიცვას და გაზიან სასმელებს მოერიდოს.
ხსენებული ფეხბურთელების მჭიდრო ურთიერთკავშირი პირველ რიგში მოედანზე შეინიშნება. “ბარსამ” “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ სამივე გოლი სწორედ მათი მონაწილეობით გაიტანა.

ეგ უნდა მეთქვა, სანამ დავაკვირდებოდი თავისი შვილი მეგონა.
ისეთი ფოტოა ფანთან ან შვილთან რო იღებენ
მამა-შვილი ლევანგავსკი.
18-38
ისედაც ბავშვის გამომეტყველება აქვს გავის და ეს ფოტო კიდევ ისეა გადაღებული, თითქოს მამას უზის კალთაში…😂😂😂😂
ლევანა ვინც არი და რაც არი ყველამ ვიცით,უბრალოდ ბაიერნიდან აწყობილი გუნდიდან რომ გადმოხვალ გუნდში,რომელიც დატოვა მესიმ,თამაშობს ევროპა ლიგაზე,შენების და სტილის ძიების პროცესშია და კრიზისშია,მარტო ამიტო შემაყვარა ამ კაცმა თავი
ერთმანეთს იდეალურად უგებენ
ლევანა თავისი გამოცდილებით ძალიან ბევრს ასწავლის ამ ახალგაზრდებს ნეტა სხვა შემტევებსაც ასწავლოს კარში დარტყმა და იქნებ რამე ეშველოთ