Relevo-ს ჟურნალისტის, ალბერ როგეს ინფორმაციით, “ბარსელონამ” არგენტინული “ფერო კარილიდან” 18 წლის თავდამსხმელი, ლუკას რომანი დაიმატა.
კატალონიურ კლუბს ტრანსფერი €1.2 მილიონი დაუჯდა.
არგენტინელი ფეხბურთელი ბარსელონაში კვირას ჩაფრინდება, ორშაბათს კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც “ბარსელონა ატლეტიკს” შეუერთდება.
ლუკას რომანს “ფერო კარილის” შემადგენლობაში 27 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე სამი გოლია.



წააგავს მესის თამაშის სტილს ამ ბიჭის თამაში იმედია გაამართლებს
იმედია მესი-2 გახდება.
არ გამოვა ბარსა უარგენტინელოდ;
ეს ის ადგილია, სადაც არგენტინა-ბრაზილია-ურუგვაის შერიგება და "კოჰაბიტაციაა" შესაძლებელი, ძმაკაცობაც და ერთად გამარჯვებაც