“ბარსელონას” კაპიტანმა სერჟიო ბუსკეტსმა “რეალ ბეტისთან” მატჩში ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური მეშვიდასედ მოირგო.
34 წლის ფეხბურთელი ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და შვიდასიანთა კლუბს შეუერთდა. მასზე მეტი თამაში “ბარსას” მაისურით მხოლოდ ჩავი ერნანდესსა და ლიონელ მესის აქვთ, შესაბამისად, 767 და 778.
ბუსკეტსი “ბარსელონას” პირველ გუნდში 2008 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. მან კლუბთან ერთად არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის 3 ჩემპიონთა ლიგა, 8 ლა ლიგა და 2 ტრიპლეტი.

მაღარიჩი ეკუთვნის.
დროა წახვიდე ბუსი. მადლობა 😍
მადლობა ლეგენდა ხარ , ნახვამდის ნუ იმასხარავებ თავს აღარ და ვეღარ თამაშობ ხო ხედავ ბავშვებიც კი გათრევენ ვისაც არ ეზარება და წადი საცოდაობაა ისეთი მინდა მახსოვდე როგორიც იყავი და არა ესეთი ხო შეიძლება მიხვდე ტოო
მარტო მე ვფიქრობ რო გაყიდული იყო ეს მატჩი?
რავი გუნდი გოლს იტანდე და მერე ასე *ლევდებოდე ალოგიკურია ცოტა.
თან არ დარბოდე, გეკიდოს..ანუ მართლა ჩვეულებრივად ეკიდა ხალხს, რა ჩავი, რა ნუსკეცი ხალხო, ანუ მართლა გგონიათ რო ამათმა ითამაშეს?
მგონია ხოლმე რო ამათ ვარჯიებს რო ვუყურებ იქ უფრო მონდომებულები არიან, ანუ დარბიან მაინც და ეს რა იყო?
რაც შეიძლება მალე უნდა წახვიდე სერხიო და რაც შეიძლება მალე უნდა ვისწავლოთ უშენოდ თამაში. აურაცხელი რაოდენობის შეცდომები გაქვს უკვე, ასაკს ვერავინ აღწევს თავს სამწუხაროდ.. დღესაც დე იონგი გაიყვანეს თუარა დაგვენ*რა მომენტალურად. იგივე დემბელეზეც, რას წარმოვიდგენდი დემბელეს გაყვანა თუ გუნდზე ოდესმე უარყოფითად იმოქმედებდა, მაგრამ დღეს ძალიან კარგი იყო კოღო <3