workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მიკელ არტეტას ერიკ გარსიას შეძენა სურს | Sport

მიკელ არტეტას ერიკ გარსიას შეძენა სურს | Sport

ლონდონის “არსენალს” “ბარსელონას” ცენტრალური მცველის ერიკ გარსიას შეძენა სურს. 

Sport-ის ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელის დამატებით პირადად “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა ინტერესდება, რომელსაც მასთან “მანჩესტერ სიტიში” პეპ გვარდიოლას ასისტენტობისას უმუშავია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩავის იანვარში ფეხბურთელების გაშვება არ სურს, კარგი შეთავაზების მიღების შემთხევაში, შესაძლოა “ბარსა” ესპანელის გასხვისებაზე დაფიქრდეს.

რაც შეეხება თავად გარსიას, ის წასვლაზე არ ფიქრობს. Mundo Deportivo-ს ცნობით, მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, ახალგაზრდა უკანახაზელს გუნდიდან წასვლა არ სურს და საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლას აპირებს.

გარსიამ მიმდინარე სეზონში “ბლაუგრანას” მაისური 14 შეხვედრაში მოირგო. მას კლუბთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • Albicelecte
    schedule 11 იან 2023, 01:09

    ისე, საყრდენზე მოსინჯოს ჩავიმ ერთი-ორჯერ, დაცვითი ფუნქციები კი აქვს, მცველი არაა, თორე დაცვითი ფუნქციები კი ბატონო;
    და ბურთის ამოტანა-განაწილება კარგად გამოდის და ვინ იცის, იქნებ და….

  • GAUCHO 8
    schedule 10 იან 2023, 17:58

    ციტატა: რივალდო-მესი
    იქნენა ერთხელ, აი ერთხელ გამოცადოს ჩვენმა რინუს მიხელსმა საყრდენზე🙂🙁


    Netav

  • რივალდო-მესი
    schedule 10 იან 2023, 17:43

    იქნენა ერთხელ, აი ერთხელ გამოცადოს ჩვენმა რინუს მიხელსმა საყრდენზე🙂🙁

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 10 იან 2023, 16:33

    30 მილიონი მინიმუმ, პატარაა ჯერ,ესპანეთის ნაკრებშიც ათამაშებენ, ნორმალური სეზონი აქვს და განვითარდება ფაქტია,უბრალოდ ამას კრისტენსენიც ჯობია და ინიგოც (თუ მოვა).

  • tornike27
    schedule 10 იან 2023, 16:09

    ტერ შტეგენი
    კუნდე არაუხო კრისტენსენი
    დემბელე დე იონგი გარსია ბალდე
    პედრი გავი
    ლევანდოვსკი
    ამ გუნდზე რას იტყვით?ჩემი აზრით გარსია და დეიონგი საყრდენზე ძაან მაგარი იქნება. დე იონგს ბურთის ამოტანა უყვარს და ამ დროს საყრდენი ზონა თავისუფალი რჩება, ამ შემთხვევაში გარსია დააზღვევს დეიონგს.

  • La Pulga10
    schedule 10 იან 2023, 14:50

    ყველაზე სუსტია დაცვაში და ფაქტია

  • Barca1980
    schedule 10 იან 2023, 14:40

    არტეტამ რომ თავის მასწავლებლის " გოთვერნობა " გამოასწოროს არ უნდაა , გააყოლოს გარსიას ფერანიც და დრო მოვა მის მწვრთნელობაზეც დაფიქრდებიან ბარსაში და მაგ ამაგს არასოდეს დაუვიწყებენ .

  • Albicelecte
    schedule 10 იან 2023, 14:39

    ნუ ეხლა თქვან რამდენს იხდიან, ამით უნდა დაეწყოთ ჩემი აზრით

  • .Gladiator.
    schedule 10 იან 2023, 14:24

    შეძენაო? ანუ ფულს იხდის? 😃

  • nika 54
    schedule 10 იან 2023, 14:24

    თუ არ უნდა ვერ გავყიდით და რა აზრი აქვს ლაპარაკს.

  • lesane C
    schedule 10 იან 2023, 14:15

    კაია თუ გაყიდიან ამას