Relevo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” “ვალენსიას” 19 წლის ნახევარმცველის დამატებას გეგმავს.
საქმე ხავი გერას ეხება, რომელსაც “ღამურებთან” კონტრაქტი 2024 წელს ეწურება. ამჟამად, მასა და ვალენსიურ კლუბს შორის ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები სრულად შეჩერებულია.
წყაროს ცნობით, “ბარსამ” გერას მიმართ ინტერესი გააძლიერა და სულ უფრო და უფრო სჯერა, რომ მის გადაბირებას შეძლებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენით ნიდერლანდური გუნდებიც ინტერესდებიან.

ერთი ესაა ტალანტი და მეორე ნიკო
რავიცი კაპიკი არ გვაქვსო ლაპორტამ და ყოველდღე ახალ-ახალ კანდიდატებს აანონსებენ, რისთვის? გული რო მოიფხანონ?
ნიკოში ხომ არ ცვლიან? საყრდენზე რომ გაქაჩოს ისეც შეიძლება, ტანმაღალი და ათლეტური ტიპია