მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პანუჩი: “ბარსელონა” კვლავ საუკეთესოა ევროპაში”

პანუჩი: “ბარსელონა” კვლავ საუკეთესოა ევროპაში”

ერთ დროს ძალიან ცნობილი იტალიელი მცველი, კრისტიან პანუჩი თვლის, რომ წელს კატალონიის “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ–ერთი მთავარი კანდიდატია, თუმცა ახლა უფრო დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ სხვა კლუბები ვიდრე შარშან.

 

“ბარსელონა” არის ბრწყინვალე გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია შესანიშნავი ფეხბურთელებით. ამის მიუხედავად მაინც ვფიქრობ, რომ მათ წელს დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ სხვა კლუბებიც. კატალონიელები უკვე რამდენიმე წელია ევროპის საუკეთესოები არიან და ამ სეზონშიც ეცდებიან კიდევ რამდენიმე ტიტულის მოპოვებას. ჩემი აზრით ერთ–ერთი გუნდი, ვისაც ძალუძს “ბლაუგრანასთვის” ნამდვილი წინააღმდეგობის გაწევა, არის “მანჩესტერ იუნაიტედი”. “წითელი ეშმაკები” მაღალ დონეზე თამაშობენ, ყავთ კარგი მწვრთნელი და როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი.” –განაცხადა იტალიელმა ფეხბურთელმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში