workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა არგენტინელი ტალანტით დაინტერესდა

ბარსელონა არგენტინელი ტალანტით დაინტერესდა

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” “ბოკა ხუნიორსის” ახალგაზრდა ფეხბურთელ ალან ვარელას აკვირდება და მასზე კარგი ცნობები აქვს.

ვარელა საყრდენი ნახევარმცველია, რომელიც “ბოკაში” გადასვლამდე ბუენოს აირესში მდებარე “ბარსას” აკადემიაში ვარჯიშობდა.

21 წლის ფეხბურთელს არგენტინული გრანდის რიგებში 70-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული – მის ანგარიშზე 1 გოლი და 3 ასისტია. არგენტინაში ვარელას გამოჩენა არავის გამოჰპარვია და მას ევროპული გუნდები უკვე აკვირდებიან.

“ბარსელონამ” ალანზე არგენტინაში მომუშავე სკაუტებისა და მწვრთნელებისგან ბევრი იცის. კლუბი ყურადღებითაა, ვინაიდან სერხიო ბუსკეტსის შემცვლელს ეძებს.

პრიორიტეტული სამიზნე მარტინ სუბიმენდია, მაგრამ მისი შეძენა რთული იქნება, რის გამოც “ბარსელონას” ალტერნატიულ ვარიანტებზე ფიქრი უწევს. 

გავრცელებული ცნობებით, “ბოკა ხუნიორსი” ვარელას სანაცვლოდ €15 მილიონს ითხოვს. “ბარსას” სკაუტებს სჯერათ, რომ ახალგაზრდა არგენტინელი ევროპაში თავის გამოჩენას შეძლებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 14 დეკ 2022, 15:51

    დროზე ლაპორტა, დრო ფულიაა! მე უნდა გასწავლო. დააგვიანებ და 15 და 55-ზე იქნება ავარდნილი ფასი.

  • Albicelecte
    schedule 14 დეკ 2022, 14:55

    მეიყვანეთ ბიჯო მერე, მეიყვანეთ relaxed

  • GAUCHO 8
    schedule 13 დეკ 2022, 23:55

    21 wlisaa ukve raga talanti kaco

  • MSN G.O.A.T
    schedule 13 დეკ 2022, 22:20

    გაგვივარდეს იქნებ ენცოსავით