workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას აზედინ უნაჰის შეძენა სურს

ბარსელონას აზედინ უნაჰის შეძენა სურს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აზედინ უნაჰის შეძენა სურს.

“ბარსაში” 22 წლის მაროკოელის შესაძლებლობები ხიბლავთ, და კატალონიური კლუბი თავად მასაც მოსწონს. 

ახალგაზრდა ნახევარმცველის დონე ნამდვილად შესანიშნავია, ის არც მაღალ ხელფასს ითხოვს და კლუბის გეგმებს ყველა ასპექტში ერგება.

ერთადერთ პრობლემას Fair Play-ს წესები წარმოადგენს – “ბარსელონას” ამ მომენტში სატრანსფერო ბაზარზე სხვა გუნდებისთვის კონკურენციის გაწევა არ შეუძლია. 

მაროკოს ნაკრები ბრწყინვალე მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს და უნაჰი ამ გუნდის შეუცვლელი წევრია – მან ყველა მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.

აზედინი საკლუბო დონეზე საფრანგეთის ლიგა 1-ში მოთამაშე “ანჟერში” ასპარეზობს.

უნაჰის პლუსი ისიცაა, რომ მას თამაში საყრდენადაც შეუძლია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 13 დეკ 2022, 14:31

    და რა ჯდება ეს შენაძენი, ბარსას თითქოს ტრანსფერების უფლებას არ აძლევსო ტებასი.

  • shu1987
    schedule 12 დეკ 2022, 17:13

    მაროკო კი ოცნებებს რეალობად აქცევს მაგრამ მაქსიმუმის მაქსიმუმი იყო ეგ და დიდი ვარსკვლავი მაროკოელი ??? არ ვიცი მე სასწაულის ვერაფერი დავინახე ამ ტიპში…

  • Barca for life
    schedule 12 დეკ 2022, 15:18

    აუუუ გაწიეთ აქედან.
    პორტუგალიასთან ისეთი ტექნიკური წუნი და იმდენი დაკარგვა ქონდა რო მთელი თამაში ვიხვეწებოდი რომ გაეყვანათ.
    გავის ფრჩხილის ფასად არ ღირს.
    ახლა არ დავიწყოთ მაროკომ ხო დაამარცხა ესპანეთი-პორტუგალიაო, ამ ბიჭის ხარჯზე ნამდვილად არ დაუმარცხებიათ. ჰყავთ იმათ ისეთი ფიგურები რომლებიც მართლა მაგრად თამაშობენ და ერთ-ერთია ამრაბატი, თუ მართლა ვინმე კაის ყიდვა გვინდა მაგაზე კარგს და იაფს ამ ეტაპზე ვერავის ვნახავთ, ერთი გვარდიოლია და მეორე ეგ, არც ინიგო მარტინესია ცუდი მარა დაბერდა ეგ კაცი და მაქსიმუმ 2 წელი გამოგვადგეს, ხოლო ცენტრალურ მცველებში კადრების ნაკლებობა რომ გვაქ კი ვხედავთ, ერთიანად რო დაგვემტვრა ყველა და პიკე-გარსიას იმედად რო დავრჩით, მაგიტო გამოვვარდით უჩლდანაც.
    ნახევარმცველის მოყვანამდე დაცვაზე იზრუნონ ჯობია, გინდა შეტევაზეც, თორე დაგვიბრუნდება ნიკო და პარალელურად დე იონგი ბუსის ჩაანაცვლებს, მარა მარჯვნივ რომ არავინ გვყავს და მცველები პანტა-პუნტით გვემტვრევიან მაგას ნახევარმცველი ნაღდად ვერ უშველის.