“ბარსელონას” ლამინე იამალთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ივლისში ის 16 წლის გახდება და პირველი პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება შეეძლება.
კატალონიური კლუბი დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელთან და მის აგენტ ივან დე ლა პენიასთან შეთანხმება პრობლემა არ იქნება.
ლამინეს ამჟამინდელი ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისს იწურება. 15 წლის გარემარბი “ბარსას” 17-წლამდელთა გუნდში ასპარეზობს.
იამალი “ლა მასიაში” საუკეთესო ტალანტად მიიჩნევა.

ალბათ ძალიან გავს.
თუ დე ლა პენიაა აგენტი, მაშინ ნახევარი საქმე გაკეთებულია
მაგარი ბიჭია ძაან თუმცა ბალდეს ფოტო რატოა ?