workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ფრანკ კესიეს გაყიდვას არ აპირებს

ბარსელონა ფრანკ კესიეს გაყიდვას არ აპირებს

Marca-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფრანკ კესიეს გაყიდვას არ განიხილავს. 

25 წლის ნახევარმცველს გუნდში თავის დამკვიდრება გაუჭირდა და ლა ლიგაში სასტარტოდან მხოლოდ 2 მატჩი დაიწყო, რის გამოც კატალონიურ პრესაში მის შესაძლო წასვლაზე ცნობები გაჩნდა.

კესიე იტალიურ და ინგლისურ კლუბებს დაუკავშირეს, თუმცა, ზემოხსენებული წყაროს თანახმად, “ბარსა” მის გაშვებას არ აპირებს.

ამასთან, “ბარსელონას” დირექტორი, მატეუ ალემანი კოტ-დ’ივუარელის აგენტთან შეხვედრას გეგმავს, რათა მას კლუბის პოზიცია გააცნოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • basa7
    schedule 07 დეკ 2022, 22:50

    ციტატა: Don_Andresito
    ჩავიმ ვერც ერთი ტრანსფერი ვერ გამოიყენა ხეირიანად. ლევას წამოეკიდა გუნდი მხარზე. სასაცილოა. გონსალო რამოში კიდე მარტო დღეს შეამჩნია ბევრმა. არადა ლიგაზე მაგან ათრია იუვე და პსჟ. ფელიქსი კიდე შემტევ გუნდში რა კლასნია.


    კია კლასნი მაგრამ 140 მილიონს ვინ გადაიხდის. ენდრიკისთვის 45 ვერ გსიმეტეს და კი დაითრია რეალმა. ახლა მბაპესაც დაითრევს და ჩვენ ვიოცნებოთ ლეაოეებზე, მარტინელებზე და მოკოკოზე

  • nika 54
    schedule 07 დეკ 2022, 13:01

    პორტუგალიას აღმოაჩნდა ის, რაც არა აქვს ესპანეთს. დროა დავიჯეროთ რომ მარტო ტექნიკა შედეგს ვერ მოიტანს თუ მოედანზე "მებრძოლები" არ გყავს. წავიდა რომანტიკული ფეხბურთი დღეს მოედანზე თავდადება თამაშობს.

  • Don_Andresito
    schedule 07 დეკ 2022, 12:16

    ჩავიმ ვერც ერთი ტრანსფერი ვერ გამოიყენა ხეირიანად. ლევას წამოეკიდა გუნდი მხარზე. სასაცილოა. გონსალო რამოში კიდე მარტო დღეს შეამჩნია ბევრმა. არადა ლიგაზე მაგან ათრია იუვე და პსჟ. ფელიქსი კიდე შემტევ გუნდში რა კლასნია.

  • CHEPE24
    schedule 07 დეკ 2022, 11:22

    არგენტინა პორტუგალია მინდა ფინალიი😁😁😁 ისევ მესი რონალდუს მეტოქედ და პორტუგალია რომელიც ბელგიას გავს იდიაში მაგარი შემადგენლობა მარაა მაინც რომ ყველან ჩაუდოდა დარჩა ბრინჯაოს თაობად👌😅😅😅

  • shu1987
    schedule 07 დეკ 2022, 09:50

    მე თავიდანვე ვამბობდი კესის ბარსაში ვერ ვხედავთქო, ჩვეულებრივი ჯორიათქო და რას ამბობო გამაკრიტიკეს პასი ტექნიკა მოედნის ხედვა დარტყმა ყველაფერი აქვსო და ჯანზეაო, ხოდა კი ვნახეთ მარტო ჯანი რას უშველის თუ გონებამ არ უშველა ტვინი თუარ აქვთ აზრი არ აქვს.

    ციტატა: Alien messi

    ციტატა: isakichi
    ასეევე მოიგებენ მაროკოსთანაც,მშვენიერი გუნდია პორტუგალია,სულ არ გამიკვირდება რომ თასი აწიონ


    ყველაზე ძლიერი გუნდია შემადგენლობით მსოფლიოზე და დღეს მოედანზეც ასახეს ეს ფაქტია ძალიან დიდი რესურსი აქვთ ლეაო სკამის კაცად რო ყავთ და უკვე რონალდოც რავი შთამბეჭდავია


    მე მსოფლიოს დაწყებამდე დავწერე ეგ რომ არგენტინას მინიმუმ ორი-სამი ნაკრები მაიმც სჯობს მეტი თუარა შემადგენლობითაც და ხარისხითაცთქო და აბა ვინო, პორტუგალია ერთ-ერთიათქოდა სიცილად არ ეყოთ …პეპეც ბებერია მაგრამ ჟილკა სულ სხვა აქვს ბუსკვერცხისგან განსხვავებით. პორტუგალია ალბათ ბოლო 15-წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი და დაბალანსებული გუნდია მის ისტორიაში.

  • Andria
    schedule 07 დეკ 2022, 01:05

    ლეაო დაგვხატავს

  • Alien messi
    schedule 07 დეკ 2022, 01:00

    ციტატა: isakichi
    ასეევე მოიგებენ მაროკოსთანაც,მშვენიერი გუნდია პორტუგალია,სულ არ გამიკვირდება რომ თასი აწიონ


    ყველაზე ძლიერი გუნდია შემადგენლობით მსოფლიოზე და დღეს მოედანზეც ასახეს ეს ფაქტია ძალიან დიდი რესურსი აქვთ ლეაო სკამის კაცად რო ყავთ და უკვე რონალდოც რავი შთამბეჭდავია

  • isakichi
    schedule 07 დეკ 2022, 00:41

    ასეევე მოიგებენ მაროკოსთანაც,მშვენიერი გუნდია პორტუგალია,სულ არ გამიკვირდება რომ თასი აწიონ

  • Iniesta_8
    schedule 07 დეკ 2022, 00:17

    არ მეგონა შვეიცარია ასეთი ჩმორი გუნდი. თავზე დაახიეს ბურთი. წესით მაროკოსაც გაცდება პორტუგალია და მერე ვნახოთ, საფრანგეთი ან ინგლისი აღარაა უკვე ხუმრობა.

  • NEYBarca
    schedule 07 დეკ 2022, 00:11

    აგე, რამოში მშვენიერი ფორვარდია, 21 წლის ;)) სამომავლოდ ლევანას შემცვლელად არ იქნებოდა ურიგო.

  • Iniesta_8
    schedule 06 დეკ 2022, 23:46

    რონალდუს გარეშე უფრო ლაღად და ლამაზად თამაშობს პორტუგალია, მარა შვეიცარიაც უჩვეულოდ ცუდია. უკეთესი გუნდი მეგონა.

  • rivaldo80
    schedule 06 დეკ 2022, 23:43

    ეს ფელიქსი ნორმალურად თამაშობს ნაკრებში შეიძლება მაგაზე ჩალიჩი ატლეტიკოში აზრი არ აქვს მაგის ყოფნას

  • lesane C
    schedule 06 დეკ 2022, 23:25

    დრო მაინც მიეცით მაშინ, 15 წუთში რა უნდა ქნას ყველა ლუკ დე იონგი კი არაა