workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოგება პოლონეთთან და არგენტინა მერვედფინალშია

მოგება პოლონეთთან და არგენტინა მერვედფინალშია

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში პოლონეთი 2-0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

მატჩის სტარტიდანვე ლიონელ სკალონის შეგირდები დიდი უპირატესობას ფლობდნენ და 39-ე წუთზე პენალტიც მიიღეს, მაგრამ ლეო მესის დარტყმა ვოიცეხ შესნიმ მოიგერია. 

არგენტინელებმა უპირატესობის ტაბლოზე ასახვა მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან დაიწყეს: 46-ე წუთზე ანგარიში ალექსის მაკ ალისტერმა გახსნა, დაახლოებით 20 წუთში კი ხულიან ალვარესმა თავისი გუნდი წინ 2 ბურთით გაიყვანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

“ალბისელესტემ” C ჯგუფში 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ავსტრალიას შეხვდება. ამავე ჯგუფში მეორე ადგილით რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთი გავიდა, რომელიც შემდეგ ეტაპზე საფრანგეთს დაუპირისპირდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 01 დეკ 2022, 14:37

    ციტატა: Barca for life
    პირველ რიგში ვულოცავ არგენტინას და ლევისაც (არდამსახურებულ გასვლას)
    ხოლო მესი-ლევას ეპიზოდს რაც შეეხება, თამაშის ბოლოს რაღაცაზე ელაპარაკებოდა მესი კარგა ხანს და იქ გაარკვევდნენ ამიტო ამდენი წუხილი საჭირო არაა.
    ტრანსფერების ამბავში კი ენცოს, გაკბოს, ალვარესსა და გუსტოს ვისურვებდი.


    ლაპორტას და კრუიფის თქმით ტრანსფერები ვერ გაკეთდება.

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 დეკ 2022, 11:08

    ენცო ფერნანდესი მართლა მაგარი ვინმეა და ამ კესის შემხედვარე დაითრევდა კაცი, პროსტა დე იონგი იქნება საცოდავი, ტიპს ჯერ ბუსკეცი დაახვედრეს თავის პოზიციაზე და ახლა რომ ესეც მოუყვანონ არ გამიკვირდება რომ კაი გვარიანად მოგვაგინოს და წავიდეს😄, აი ალვარესი>>>>ლაუტარო, კლანსი ვინმეს, მართლა აგუეროს მაგობებს, თან ფორვარდია და რა უნდა მაგას სიტიში იმ არანორმალურთარ რავიცი, გამოუშვან ჩვენთან და დიდ თამაშებში გამტანი გვეყოლება😁

  • Albicelecte
    schedule 01 დეკ 2022, 03:39

    შესანიშნავი მატჩი იყო, მადლობა ბიჭებს;
    P.S. ლევანაც 1/8 ფინალშია, შეეცდება ფრანგებს ხელი შეუშალოს

  • Barca1980
    schedule 01 დეკ 2022, 02:05

    ეხლა ვნახე , 12 მილიონი გადაიხადა ბენფიკამ ენცოში , 12 !!!! ალვარესში სიტიმ 17 მილიონი გადაიხდა , ჩვენ ალონსოსი 7 მილიონი გავისროლეთ , ძალიან ნიჭიერი ხალხი გვყავს აშკარად სატრანსფერო პოლიტიკაში . 60 მილიონად თუ დათმო ბენფიკამ , ნაჩუქარია .

    აგუსტინ ალმენდრას უმთავრდება ბოკასთან კონტრაქტი , 2 მილიონია მისი სატრანსფერო თანხა ამ წუთას . 2 მილიონს ალბათ ისეთ უაზრობებში ხარჯავენ ვერც იგებენ , იყიდეთ სანამ დროა , ძალიან მაგარი საყრდენია ეგეც . ერთი წლის მერე ენცოსა და ალვარესივით იქნება მაგაზეც თავპირისმტვრევა .

  • Barca for life
    schedule 01 დეკ 2022, 01:40

    პირველ რიგში ვულოცავ არგენტინას და ლევისაც (არდამსახურებულ გასვლას)
    ხოლო მესი-ლევას ეპიზოდს რაც შეეხება, თამაშის ბოლოს რაღაცაზე ელაპარაკებოდა მესი კარგა ხანს და იქ გაარკვევდნენ ამიტო ამდენი წუხილი საჭირო არაა.
    ტრანსფერების ამბავში კი ენცოს, გაკბოს, ალვარესსა და გუსტოს ვისურვებდი.

  • Barca1980
    schedule 01 დეკ 2022, 01:38

    ციტატა: Bakero
    პარედესი ათამაშე რა შე მამაცხონებულო ! ენცო ფერნანდესს ეგრევე ხელფეხი ეხსნება წინ შეტევაში ! საგოლე ასისტიც გააკეთა ხომ ხედავ ….ასე თანაბრად ძლიერი საყრდენზეც და შემტევ ნახევარმცველადაც (ენცო ფერნანდესი) დღეს არავინ მეგულება ….გვარდიოლა შე უნამუსო ჰალანდიც გყავს და ხულიან ალვარესიც აგვახიე (ჰალანდამდე)

    ხულიან ალვარესი კი არ აგვახია , ჩვენ ვთქვით უარი , შესათავაზეს ბარსას , სავარაუდოდ კუმანის დროს . ენცოს რაც შეეხება , ამ ასაკში ასეთი დონე , თანაც სად , საყრდენზე და რა პასებს აკეთებს . ეს კიდევ ერტი მაგალითი იმისა რომ სკაუტები არ გვივარგა , ზაფხულსი წაიყვანა ბენფიკამ , ნეტა ჩვენ სად ვეძებდით ? დეკოს რომ გადაეკიდნენ , ბიჭო საუკეთესო საყრდენი გყავდა გუნდსი ამდენი წელი მასკეს სახით და ჰკითხე , იქნებადა ვინ გირჩიოს ?

  • Bakero
    schedule 01 დეკ 2022, 01:31

    პარედესი ათამაშე რა შე მამაცხონებულო ! ენცო ფერნანდესს ეგრევე ხელფეხი ეხსნება წინ შეტევაში ! საგოლე ასისტიც გააკეთა ხომ ხედავ ….ასე თანაბრად ძლიერი საყრდენზეც და შემტევ ნახევარმცველადაც (ენცო ფერნანდესი) დღეს არავინ მეგულება ….გვარდიოლა შე უნამუსო ჰალანდიც გყავს და ხულიან ალვარესიც აგვახიე (ჰალანდამდე)

  • ანდალუზია
    schedule 01 დეკ 2022, 01:31

    მექსიკის ორი უმაგრესი გოლი ,ჯიბეში ჩაისმევდა მთელს პოლონეთს.დასანანია.
    გავიდა,გავიდაა.. 🇦🇷

  • cruyff9
    schedule 01 დეკ 2022, 01:25

    ვამოოოოს ვამოოოოოს ბოლომდეეეეე,,ლევაც რო გავიდა რა გაასწორა

  • ^Barca-Vision^
    schedule 01 დეკ 2022, 01:15

    ციტატა: Griezzy7
    აუ ენცო რო დავითრიოთ რა გაასწორებს, მაგრამ ძალიან ბევრს მოითხოვს ბენფიკა. რა დროს არ გვაქვს ფული რა


    ენცოც კი და იქნება ალვარესიც გამოუშვას სიტიმ, წესით არ მოითხოვენ მგონი ძააან ბევრს , რაღათ უნდათ ტიპებს ჰალანდი ყავთ და რავი. აშკარად ეტყობა რო მაგარო ბიჭია, იმენა ბარსს სტილის ფორვრდი.

  • kanja
    schedule 01 დეკ 2022, 01:12

    მესი იტყვის თავისას… არგენტინა ფეხბურთს თამაშობდა…პოლონეთი იღბალს ეთამაშებოდა… გაუმართლა უფეხბურთოდ!

  • CPU
    schedule 01 დეკ 2022, 01:11

    ვულოცავ არგენტინას და ლევანას. მარა პოლონეთი დღეს გუნდი არ იყო
    უბრალოდ არგენტინამ არ გაწირა. ლეოს ქმედება კი არ იყო მოსაწონი ხელი რომ არ ჩამოართვა ლევს.